21-წლამდელები გორში იწყებენ - 6 ქულის იმედით

AutoSharing Option
5 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ახალ ევროშესარჩევ ციკლს იწყებს. გია ცეცაძის გუნდი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ლიხტენშტაინს უმასპინძლებს. შეხვედრა 19 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.

ჩვენმა გუნდმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ჩაატარა. გუნდს ტრავმის გამო მხოლოდ გიორგი ქოჩორაშვილი აკლია. დანარჩენები მწყობრში არიან.

"შესარჩევ ციკლს ლიხტენშტაინთან და აზერბაიჯანთან მატჩებით ვიწყებთ და ამ ორ შეხვედრაში 6 ქულა უნდა ავიღოთ" - განაცხადა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა გია ცეცაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჩვენს ჯგუფში ერთი მატჩი ზაფხულში ჩატარდა: ლიხტენშტაინმა შინ 1:0 მოუგო
აზერბაიჯანს.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), გიორგი ჩოჩიშვილი (დილა)

მცველები: ნიკა მალი (საბურთალო), ილია ბერიაშვილი (თელავი), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო)

ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), პაატა კიტეიშვილი (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი კუცია (დილა), რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), გიორგი არაბიძე (ადანასპორი, თურქეთი)

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი)

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვატო ტუნდაც უტამასჰებელი მაინც გამოიახეტ ტორე კლანი გაბრაზდება
bajo
13:42 05-09-2019
2
სუპერ შემადგენლობა ყავს გიას ამ დროისათვის ..მალი ნინუა..კობახიძე..რათქმაუნდა არაბიძე და არველაძე უკვე ძალზე გამოცდილები..
დათო.
12:43 05-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული