ვლადიმირ ვაისი: შედეგი მისაღებია - დანიასთან შემადგენლობას შევცვლი

AutoSharing Option
სამხრეთ კორეასთან ამხანაგური მატჩის (2:2) შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

"ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და ვფიქრობ, მოგება შეგვეძლო. ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმს ეხება. ასეთი მომენტები უნდა გამოვიყენოთ, რადგან მნიშვნელოვან თამაშებში ეს გადამწყვეტი იქნება.

მოხარული ვარ, რომ ვაკო ასეთ ფორმაში დაგვიბრუნდა. ეს სწორედ ისეთი თამაში იყო, როგორსაც მისგან ველი და ჩემი აზრით, მას გოლიც უნდა გაეტანა. ასევე მიხარია ოქრიაშვილისა და ანანიძის დაბრუნება.

დავითაშვილმა საკუთარი პოტენციალი კარგად წარმოაჩინა. პირველი თამაშიდან გამომდინარე, მისით ძალიან კმაყოფილი ვარ. დავითაშვილმა კარგად ითამაშა როგორც
შეტევაში, ისე დაცვაში.

ჩემი აზრით, დაცვის ცენტრში ტაბიძემ და კაშიამ კარგად იმოქმედეს.

კიტეიშვილი მოედანზე საუკეთესო იყო. მე მისით კმაყოფილი ვარ, რადგან დაამტკიცა, რომ რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში.

კორეა დანიისგან განსხვავებული გუნდია, თუმცა შედეგი მისაღებია, რადგან მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდი იყო, რომელშიც მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. მნიშვნელოვანია, რომ ტრავმა არავინ მიიღო და ახლა კვირის თამაშისთვის გავაგრძელებთ მზადებას.

დანიის წინააღმდეგ შემადგენლობაში რამდენ ცვლილებას გავაკეთებ, ამას ხვალინდელი ვარჯიშის მერე გადავწყვეტ. დავაკვირდებით, როგორ აღიდგენენ ფეხბურთელები ძალებს.

რა თქმა უნდა, შემადგენლობასთან დაკავშირებით ვარიანტები უკვე მაქვს და ვნახოთ, რომელს შევარჩევთ თამაშისთვის. ჯაბა კანკავა გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა, როგორც იცით, ყვითელი ბარათების გამო დანიასთან ვერ ითამაშებს. ყოველთვის მნიშვნელოვანია ასეთი ფეხბურთელის გუნდთან ერთად ყოფნა".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 24 /
ვისაც არ გესმით ფეხბურთი და მარტო ანგარიშს უყურებთ მწვრთნელს მაინც ნუღარ აკრიტიკებთ... სამ თვიანი ფეხბურთელები გვყავს და რა ქნას ვალოდიამ? 4-5 თამაშს ატარებენ მაღალ დონეზე მერე ან ტრანვას იღებენ ან სათადარიგოებში გადადიან... ამანაც რა ქნას ყველა თამაშის წინ ახალ გუნდს ხო არ შექმნის... ასე რომ კიდე არაუშავს ნაკრებს...
beqa
09:39 06-09-2019
6
ამან სხვა თამაშს უყურა ეტყობა.დაცვის თამაშით(ცენრის)კამყოფილი ვარო რო იტყვის...რაც მწვრთნელია,ის გუნდია
კახა ქ.
01:58 06-09-2019
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული