შეხვედრა გიორგი ჩიტაურის გუნდის უპირატესობით დაიწყო და მე-6 წუთზე ოთარ მამაგეიშვილმა თავისიანები დააწინაურა.
საქართველოს ნაკრებმა მომენტები ამის შემდეგაც შექმნა, თუმცა სანაცვლოდ პოლონელებმაც მოუმატეს და 70-ე წუთზე ჩიელემეცკის გოლით ანგარიში გათანაბრდა. გადამწყვეტი ბურთი კი ვლოდარჩიკმა ბოლო წუთზე შეაგდო.
ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: ხარატიშვილი, გოგოტიშვილი, ხვადაგიანი, ტატიშვილი, ავალიანი, ო. მამაგეიშვილი, ონიანი, გაგნიძე, გვიშიანი, გ. მამაგეიშვილი, თურაზაშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: აბუაშვილი, ზოსიაშვილი, აბჟანდაძე.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით