საქართველოს ნაკრები დანიასთან მატჩისთვის მომზადებას შეუდგა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები კორეის რესპუბლიკის გუნდთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ მომდევნო თამაშისთვის თბილისში ემზადება.

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩში ქართველი ფეხბურთელები დანიას დაუპირისპირდებიან.

6 სექტემბერს, ვლადიმირ ვაისის გუნდმა ს.კ ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში ის ფეხბურთელები ჩაერთვნენ, რომლებსაც კორეის წინააღმდეგ არ უთამაშიათ. ამხანაგურ მატჩში მონაწილე ფეხბურთელებს აღდგენითი ვარჯიში ჰქონდათ.

კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩისა და მომავალი შეხვედრის შესახებ ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, გურამ კაშიამ ისაუბრა:

გურამ კაშია: "კორეის წინააღდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრას პოზიტურად შევაფასებ.
ბევრ ფეხბურთელს თავის გამოჩენის საშუალება მიეცა და ამასთან ერთად ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. თამაშს განსაკუთრებით პირველ ტაიმში ვაკონტროლებდით, მეორე ნახევარი, სამწუხაროდ კარგად ვერ დავიწყეთ.

საერთო ჯამში ძალიან გახსნილი ფეხბურთი ვითამაშეთ და ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, რაც ჩემი აზრით, პოზიტიურია. რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილები არ ვართ, რადგან შექმნილი მომენტები უკეთ უნდა გამოგვეყენებინა და გაშვებული გოლების ეპიზოდში უკეთესად უნდა გვემოქმედა.

წინ საკმაოდ საინტერესო და პრინციპული მატჩი გველოდება დანიის ნაკრებთან. კარგი შედეგისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ."

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩამდე ბოლო ვარჯიშს საქართველოსა და დანიის ეროვნული ნაკრებები 7 სექტემბერს გამართავენ.

საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები:
ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი)

თავდამსხმელები:
გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრა საქართველოსა და დანიის ნაკრებებს შორის 8 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. "დინამო არენაზე" დაგეგმილი მატჩის ბილეთების შეძენა შესაძლებელია სტადიონის სალაროებში და ონლაინ რეჟიმში www.TKT.ge-ზე. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 10 /
სპეციალურად წერთ თუ რა არი? ვინ ჭანკოტაძე?ჭანკოტაძე დევი ვიცი და ნაცების დროს შტაბის უფროსი იყო...
Jordan Beli
14:14 07-09-2019
1
საწმუხაროდ დანის დონემდე ჯერ ბევრი გვიკლია,მაგრამ გვყავს საბედნიეროდ ახალგაზრდა ფეხბურთელები რომლებიც მეტ ნაკლებად მაღალი დონის ჩემპიონატებში თამაშობენ და აქვთ სათამაშო პრაქტიკა ნელ ნელა მოდის თაობა რომელსაც აქვს შანსი მომავალში წარმატების მიღწევის პრინციპული არ არის დანიას მოვუგებ თუ არაა მთავარია ნაკრებმა კარგი გამართული თამაში აჩვენოს და იმ ახალგაზრდებს მიეცეთ შანსი ვინც მომავალში ნაკრების წევრებად განიხილებიან.
Giorgi
13:51 07-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული