ვლადიმირ ვაისი: წასვლა? მომავალში არ ვიცი რა მოხდება, თუმცა...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დანიასთან ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩამდე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"წასვლა? მომავალში არ ვიცი რა მოხდება, თუმცა მე ახლა აქ ვარ და ხვალინდელ თამამშზე ვფიქრობ.

ქართული ენის სწავლა არაა ჩემთვის ადვილი, ვიცი სიტყვები, თუმცა პრესკონფერენციაზე ქართულ ენაზე ნამდვილად ვერ შევძლებ პასუხების გაცემას.

ხარაიშვილი მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ სხვა ბიჭები არიან. ნაკრებში ისინი არიან, ვისაც მეტი გამოცდილება აქვს. მე არ ვიცი, შესაძლოა სხვა მწვრთნელი მოვიდეს და იმან მისცეს შანსი. ვიცი, რომ ხარაიშვილი კარგი ფეხბურთელია,
გოლიც გაიტანა, მე მას ვაფასებ.

ზარანდიასა და არაბიძესთნ იგივე პრობლემაა, რაც ხარაიშვილთან დაკავშირებით. შეუძლებელია ყველა ფეხბურთელი გყავდეს ნაკრებში. არაბიძემ და ზარანდიამ ახლახანს კლუბები შეიცვალეს, ვადევნებ მათ თამაშს თვალს.

ჩვენი მინუსია, რომ შანსებს ვერ ვიყენებთ. ეს მხოლოდ სამხრეთ კორეასთან შეხვედრას არ ეხება, მეტი გოლი უნდა გავიტანოთ. მარტო ვაკოს 3 გოლი უნდა გაეტანა, მას ვუთხარი, რომ უფრო აგრესიული უნდა იყოს საჯარიმოში, გამოიყენოს მისი შესაძლებლობები. ამ საკითხზე სამუშაო გვაქვს.

კიტეიშვილმა და აბურჯანიამ კარგად ითამაშეს. ოთარი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. კვეკვესკირის ტრავმის შემდეგ აქ ფეხბურთელი გვჭირდება. ჩვენ დაუშვილი გვყავს, ასევე გვილიასაც შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში. დაუშვილი ახლა კარგად გამოიყურება, ფიზიკურად მზად არის, მას შეუძლია ჯაბას სტილში თამაში და ვნახოთ ხვალ, როგორ იქნება. თუმცა, 2-3 ცვლილება შემადგენლობაში აუცილებლად იქნება.

სამწუხაროდ ტრავმა აქვს დვალს და ის ვერ მოახერხებს თამაშს", - თქვა ვაისმა.

საქართველოსა და დანიას შორის მატჩი 8 სექტემბერს "დინამო არენაზე" გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი უზრუნველყოფს. მატჩის ბილეთების ფასი 5,10,15 და 25 ლარია. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.


მკითხველის კომენტარები / 30 /
მეკარე რომ მითითებებს აძლევს ეგ ფეხბურთის პრინციპია ზოგადად.. თუ ელემენტარულად მაინც არ ხარ ჩახედული ადამიანი სპორტში კომენტარიც არ უნდა გააკეთო. მე რაგბი არ მესმის და არც ვინმეს ვაკრიტიკებ. ვაისი ცხადაძეზე მეტად კვალიფიციური მწვრთნელია. კაცი რომელმაც დაშლილ ტორპედოს ძლივს მოუგო და შემდეგ ტურში გამოვარდა ეგ გინდათ მწვრთნელად... თან იმიტომ რომ გერმანიასთან ლამაზად წააგო...
A
07 სექტემბერი 2019 20:13
8
ვაისი საქართველოში ფულის საშოვნელად არის ჩამოსული. ქართული ფეხბურთის მომავალი სულაც არ ედარდება.
ბონდო დოლაბერიძე "ფეოლა"
07 სექტემბერი 2019 17:36
5
ეს რა უბედურებაა ამ შესარჩევის დაწყებიდან გვესმის, რომ ეს ციკლი უნდა გამოვიყენოთ ბელორუსთან მომავალი წლის მატჩისათვის, მაშინ კოსოვომ რა
ქნას, ის ცდილობს შესარჩევიდან გავიდეს და ჩვენ კი (ფედერაციის ჩათვლით)
ველოდებით მომავალ წელს, და ვინ არის დარწმუნებული, რომ ბელორუსცაც
მოვუგებთ და შემდეგ ფინალსაც ამ მწვრთნელის ხელში, რომელსაც ყაზახეთთან
ლატვიასთან და ანდორასთან მოგებები გმირობათ ჩაუთვალეს
თამაზი1958
08 სექტემბერი 2019 10:02
2
Es aris profesionali mcvrtneli?!... Kazaishvils meti agresiao im 3 momentidan 2 pasi rom gaeketebina jobda, pasis micemac iscavlos da tavis aceva, xaraishvils ar gamovidzaxebo arc arabidzes da zarandiaso tavis sityvebidan eg minishneba gaaketa, dxva mcvrtnelma sheidzleba shansi misceso, dzaan dabali donea vaissi nu blokavt...
Va-Le
07 სექტემბერი 2019 16:43
9
wadi ra she kaco, mochame sheni vegar xvdebiii? madloba yvelapristvis magram ar xar shen kargi mwvrtvneli!
სანდრო
07 სექტემბერი 2019 19:52
1
სამწუხაროა რომ ცარიელ სტადიონზე ითამაშებენ:(((ბილეთებს გადავხედე და არაფერია გაყიდული
გენადი პავლოვიჩი
07 სექტემბერი 2019 19:25
1
მაკარიძე ნაკრების კარში, მაგის ხელების ქნევა და მითითებები და დროის გაყვანა და ასე.შ ესაა ქუჩის ფეხბურთის დონე. ნაკრებს უყურებ თუ უბნის გუნდს ვერ გაიგებ. ვაისი უნდა წავიდეს. ამის დრო დადგა ნაკრებში დიდი ხანია. არ მინდა ვაწყენინო, მართლა პატივს ვცემ, ეტყობა რომ კარგი კაცია , მარა ნაკრები ვეღარ იზრდება. რეგრესი იწყება. გაიგოს ვინმემ ამ ფედერაციაში, რომ ამ თაობას ეხლა სჭირდება ძლიერი სპეციალისტი, რომ ბელორუსამდე მოვასწროთ შეთამაშება და ბირთვის მომზადება. დაუყოვნებლივ უნდა გაანთავისუფლონ ვაისი და დანიშნონ რომელიმე ძალიან კარგი (!) მწვრთნელი. და ბოლოს ნუ ფილტრავთ რა ამ გზავნილებს, მადლობა თქვით რომ ვწერთ აქ რამეს. ეხლა სასწრაფოდ 3 მნიშვნელოვანი რამეა გასაკეთებელი ქ ა რ თ უ ლ ი ფ ე ხ ბ უ რ თ ი ს გ ა დ ა ს ა რ ჩ ე ნ ა დ!!! 1. კომენტატორია საპოვნელი კარგი 2. ვაისის მაგივრად სასწრაფოდ დასანიშნია ახალი მწვრთნელი ( წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპაზე ვერ გავალთ, ან გავალთ და შევრცხვებით) 3. ეროვნული ჩემპიონატიდან ახალგაზრდა ფეხბურთელების გაშვებაზე საზღვარგარეთ ლიმიტებია დასაწესებელი, კლუბების ხარისხის, ასაკის და შემოთავაზების ღირებულების მხრივ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწიოს.
გადასარევი გიორგი
07 სექტემბერი 2019 17:47
5
ყველა სახეობის სპორტის მწვრთნელი რატო გვაბითურებს და რატო ფიქრობს რომ დებილები ვართ და ხალხმა არ იცის ვინ როდის და რა პოზიციაზე შეიძლება ითამაშოს? ვაისმა თქვა ხარაიშვილს არ ვიცნობო, რა გამოდის, ვაისს არც მე (ჩვენ) ვიცნობ(თ) პირადად და რომ უთხრათ ვინც არის და რა დროსაც გამოვიყენებთ გაფმოაპურჭყებს და გაგვისწორებს?მ.მდ.შ.
ეე უუუ?
08 სექტემბერი 2019 00:52
4
რა გამოცდილება აქვთ კვარაცხელიას და დავითაშვილს? რუსეთში ტამაში არაა გამოცდილება.
ddgfdf
07 სექტემბერი 2019 18:58
4
ვაისის დრო ამოიწურა
გრიგოლ1408
07 სექტემბერი 2019 23:32
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული