8 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოსა და დანიის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

ძნელი გასახსენებელია, როდის დააყენა "ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მსგავსი შემტევი სასტარტო შემადგენლობა და საინტერესო იყო, ასეთი რისკი ესოდენ ძლიერ გუნდთან რა შედეგს გამოიღებდა.

ჩვენი გუნდის ტურნირზე ცუდი სტარტის გამო სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო, რაც გასაკვირი არ გახლდათ და ეს მიუხედავად იმისა, რომ დანიის კარგი ნაკრები გვსტუმრობდა.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქის პირველი იერიშები მოიგერია და იქით შეუტია. უხიფათოდ. სადღაც შუა პირველ ტაიმში მოწინაღმდეგე უპირატესობას დაეუფლა და პირველი საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ ბრაიტვაიტის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. შემდეგ ისევ ბრაიტვაიტი გასცდა ჩვენს მცველებს და ისევ ლორიამ გვიხსნა.

ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა, თუმცა დაცვა ყურადღებით ირჯებოდა, ხოლო შეტევა საერთოდ არ გამოსდიოდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. აქტიური ბრაიტვაიტი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, დოლბერგს უპასა და კვლავ ლორია იდგა მოწოდების სიმაღლეზე. აქედან მოყოლებული, დანიელთა იერიშები მინავლდა და საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარზე შეტევების მიტანა დაიწყო. სტუმართა მწვრთნელმა ტომასონმა თავდასხმის გაძლიერება შეცვლებით სცადა, თუმცა ამით ვერაფერი შეცვალა.

76-ე წუთზე კი ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა. მერე ქვილითაიამ ბურთი ხარიხას გაარტყა და მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, საპასუხო შეტევისას კი უკვე გიტკიაერმა გაარტყა ბურთი ხარიხას. ბოლოს ოქრიაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო შმეიხელმა აიღო და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

მოკლედ, მთელმა ჩვენმა გუნდმა უფრო ძლიერ მეტოქესთან ორგანიზებულად ითამაშა და - 0:0...

თბილისი. "დინამო არენა". 21 456 მაყურებელი

საქართველო - დანია 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ტაბიძე, კაშია, გრიგალავა, აბურჯანია (გვილია 86), ანანიძე, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია (დაუშვილი 90)

დანია: შმეიხელი, კიაერი, კრისტენსენი, დელანი, ერიკსენი, ბრაიტვაიტი, დოლბერგი (გიტკიაერი 67), დალსგორი, ლარსენი, პოულსენი, ჰოიბერგი (შონე 73)

ვლადიმირ ვაისი: ჩემთვის დღევანდელი შეხვედრა უფრო სრულყოფილი იყო ვიდრე ესპანეთთან

ოთარ კიტეიშვილი: ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ!

ლევანი
კარგი თამაში იყო ყოჩაღ ბიჭებო, ქვირითა კარგად ითამაშე, ვფიქრობ ვაის სხვა თავდასხმელიც უნდა გამოეახებინა ზარანდია ან გაბედავა ,შეცვლაზე კარგად ითამაშებდნენ
gocha
კარგი თამაში იყო! ესეთი ფეხბურთის საყურებლად წასვლა ღირს!
გიორგი
კახა თბილისი დინამო საქართველოს ნაკრები იყო.
gurami
ნაკრებს რა უნდა მოთხოვო? როცა როცა გულშემატკივრებიც კმაყოფილები არიან ბურთი თუ თავზე არ დაგახიეს? მოკლეთ რაც გულშემატკივრები ის ნაკტრებიც!
Jaba-ს
კაი კაცი ხარ ძმაო,მგონი ჩემს გულში იჯექი.რასაც მე ვფიქრობდი ის დაწერე ზუსტად შენ.დანიამ ითამაშა იმდენი,რამდენის შესაძლებლობაც მისცა ჩვენმა ნაკრებმა.ესაა ობიექტურობა
გიორგი
მთლიანობაში თამაშს დადებითად ვაფასებ. მომეწონა, რომ ბოლო 20 წუთი თამაშს ვაკონტროლებდით და დაღღლა არავის ეტყობოდა... როგორც წესი მეორე ტაიმის მეორე ნახევარი ძალიან გვიჭირს...
დათო
ძალიან კარგი თამაში იყო,ყოჩაღთ ბიჭებს, ნუთუ მეტეს 10 კაცით ეთამაშნენ, რადგან ჯანო ანანიძე ტყუილად დადიოდა მინდორზე.
ჯიბუტი
ლორია ამ მომეტისათვის საუკეთესო მეკარეა. ოღონდ ეს დროის გაყვანა, თანაც პირველივე წუთებიდან ძალიან ამაზრზენი საყურებელია, იქნებ ვინმემ გადააჩვიოს.
jaba
ჩვენებმა მოახერხეს ის რომ დანიას არ ეთამაშა მათი თამაში და არა ის რომ დანიამ ვერ ითამაშა,ეთამაშა დანიას რა ჩვენი მოერიდა თუ შერცხვათ ქართველები ჩვენი ძმენბი არიან და კიდევ 5-1 ხომ არ მოუგებთო,თუ არ ჭირდებოდათ 3 ქულა? და თუ გინდათ დანიამ ცუდად ითამაშა ეს სულ არა ჩვენი პრობლემა, ნეტა ყველა გუნდი დანიასავეთ არ ითამაშებდეს და ჩვენ გავიმარჯვებდეთ, მე არ მეწყინება.რა ესპანეთს რომ მოუგეთ 1-0 და ესპანეთმა ვერ ითამაშა ეს გეწყინათ საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს?
გიზოგ
ეჰ ბატონო კახა, რა შორს ხართ რეალობიდან. ამაზე მუხრანი წერდა ''ან უგნური მოყვარეა, ან მოსისხლე მტერიაო'', გავკადნიერდები და დავამატებ ან უბრალოდ ტროლია.
Buxrika
ბევრი უაზრო კომენტარს რატო აკეთებთ.დანიას ჰაერივით სჭირდებოდა 3 ქულა.დანია 10 ეულში შედის რეიტინგში და როგორ გინდა ასე მარტივად მოუგო ეგ იგივეა საქართველოს რაგბისტებისთვის მოგბეთხოვა მოგება.
გიორგი
2 ნომერზე კაკაბაძეს თუ არ გამოუჩნდა კონკურენტი დაცვის ეს ფლანგი სუსტ წერტილად ჩამოყალიბდება და მოწინააღმდეგე მაგ ფლანგზე ააწყობს თამაშს. თავდასხმაში ისეთს არაფერს აკეთებს რომ დაცვაში უსუსური თამაში გადასწონოს.
გიორგი
ფეხბურთში შედეგია მთავარი და არა ჯიგრულად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთ. ჩივაძეს რომ ფეხბურთელები ჰყავდა ვაისს რომ ჰყავდეს უეჭველი გაიყვანდა ან ევროპაზე ან მსოფლიოზე.
სოსო
როცა ვაკო საჯარიმოში პასს აკეთებს,ეს ჩვეულებრივ საგოლე პასია,მაგრამ არ აკეთებს და რა გინდა გააკეთო
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
მოწინააღმდეგისთვის ხელის შეშლა უკვე იცით და შემდეგ გაკვეთილზე იქნებ გოლის გატანა გესწავლათ
gocha
მაგრად იბრძოლეს ძალიან აბსოლუტურად ყველამ.დაიმსახურეს ქულა.კიტეიშვილმა ძაან მაგრად ითამაშა.კაშია,ქვილითაია,ლორია,გრიგალავა...მგონი კანკავა-კვეკვესკირი აღარაა საჭირო,ტიპები ტობოლში თამაშობენ,აბურჯანია და კიტეიშვილი შტურმსა და ტვენტეში.ყვითლების გარეშე დაასრულეს თამაში,კანკავა ვერ ახერხებს თამაშის ყვითლის გარეშე დასრულებას.
zaza
ამაზე კარგ გუნდს მოუგეთ ქეცბაიას დროს და ფრანგებთან ფრედ ვითამაეთ და იქარ დაცდენია არავის კარგად ვითამაშეთო სწორეფაც ჟურნალისტების და ესეთი ექსპერტების ბრალია ამ დღეში როა ფეხბურთი ბიჭო კარში არ დაგირტყია მთელი თამაშის მანძილზე და იმაზე რო იტყვი კარგად ვითამაშეთო ხაარ მეტის ღირსი? რათქმაუნდა არა. რა არი ეგ პათხალიმობა რო ვერ მოვიშალეთ ქართველებმა ამდენიხანია დაწერე რაც ნახე შე დალოცვილო თამაშგარე დააფიქსირა მსაჯმაო აპა რა უნდა ექნა უნდა გაეტარებია როგორც იმ თურქმა გააკეთა ეგ ძმაო ნინიას ბაღი კიარარი და ოც ლიტრიანზე კიარ თამაშობ ქუჩაში.ამდენმა ხალხმა უყურა თამაშს და რატო გვატყუებ შე დალოცვილო.ერთია შენი აზრი გქონდეს და მეორეა სიმართლის და რეალობის არ ან ვერ დანახვა.
gogia
უკეთესი მწვრთნელი როგორ არ ჰყავდა საქარველოს ნაკრებს,თამაშის ხარისხიდან გამომდინარე,აი შშედეგის თვალსაზრიშით აფსოლიტურად გეთანხმებით და მე რომ არ დაგეთანხმოთ ფაქტი სახეზეა ბოლოს და ბოლოს ჯგუფიდან გავედით! მე საუკეთესო ნაკრებად ჩივაძის ნაკრები მიმაჩნია სანახაობრივ და ხარისხიან ფეხბურთს თამაშობდნენ, თუ გახსოვთ რათქმაუნდა
aburjga
ეს ფრე ლორიას დამსახურებაა, ძალიან მაგარი მეკარეა!
რუსლანი
გრიგალავა ძალიან პროდუქტიული ბიჭია.ტყუილად არაა მის კლუბში ერთ ერთი ლიდერი.ძირითადის კაცია.
Giorgi
იდეაში ფრე დანიასთან არ არის ცუდი შედეგი,მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წინა სამი თამაში გვაქვს წაგებული ბოლოს, როდესაც უკვე დანიელებიც უშვებდნენ შეცდომებს 70 წუთიდან შეიძლებოდა შეტევის გაძლიერება და მოგებაზე ფიქრი. წავაგებდით თუ მოვიგებდით ბიჭების თამაშით მაინც კმაყოფილები დავრჩებოდით ყველა პრინციპულად ამ თამაშის ფრე ჩვენ არანაირ შედეგს გვაძლევს ჯგუფში. მწვრთნელმა ჩაიწერა აქტივში ფრე დანიასთან, ესეთი მშიშარა მწვრთნელი იმ ნაკრებში, რომელსაც სჭირდება შეტევა და თამაშის მოგება არაა რეკომენდირებული. შეხედეთ კოსოვოს ნაკრებს მეორე ადგილზეა ჯგუფში მგონი ამ ქვეყანას შიდა ჩემპიონატი საერთოდ არ აქვს 90-ე წუთზე დროის გასაყვანად შეცვლების გაკეთება ეს არ ვიცი რა ლოგიკაში ჯდება როცა თამაშს ვერ იგებ.
ლეონარდო
სააკაძე თამაშს უყურე საერთოდ?
უჰჰჰ
ლოგიკის მიღმა ხართ, დანის ჭირდებოდა მოგება და არ ითამაშა? იქნებ ისიც თქვათ, რომ არ ჭირდებოდა? აბა ერთ ჯგუფის ცხრილს გადახედეთ მერე გაგვიცხადეთ ეს სიბრძნე
იბერიელი68
მთელიმატჩი ითამაშო ჩაშლაზე ანუ ანტიფეხბურთი და იყო კმაყოფილი? ერთი ორი ასეთი მატჩი და ერთი კაცი არმოვა.
eheeeiy
შენ ეტყობა ფეხბურთი პოლიტიკაში გერევა. ასეთი ღვარძლიანი და უსაფუძვლო კომენტარები იქით აკეთე
QT
ფრე მშვენიერი შედეგია, მაგრამ ამის გამო ეოფორიაში ჩავარდნა არ ოქნება სწორი. ერთი ორო თამაში ყოველთვის გამოსვლია ნაკრებს, ხორვატიასთან მოგება, საფრანგეთი იტალიასთან ფრე, მაგრამ მთავარია ეს იყოს სტაბილური და არა ერთჯერადი გამონათება.
სააკაძე
სამარცხვინო ნაკრები გვყავს!!!! ასე უჯიგროდ ქეცბაიას დროსაც არ თამაშობდნენ.
kkkk
რაგვარიხარ ჯიმა?)
კახა
შეხედეთო სად თამაშობენ ისინი და სად ჩვენებიო მაგ ლოგიკით თბილისის დინამოს ვერასდროს უნდა მოეგო ლივერპულისთვის ვერც ისლანდიას მოეხდინა სასწაული და საერთოდ აქ აუცილებელ მოგებაზე კიარა გუნდის უსუსურობაზე მწვრთნელის სიაუსტეზე რომლის ხელი საერთოდ არ ეტყობა ნაკრებს ვინმემ ამ 8წლის განმავლობაში ნაკრების დამუშავებული კომბინაცია გინახავთ ის რაც ერთა ლიგაზე მოხდა ჩაკვეტაძის და მოწინააღმდეგეების სისუსტის შედეგი იყო და არა ვაისის დამსახურება ძალიანაც კარგია რომ მაქსიმალისტები ვართ იმ ჯარისკაცის რა ვთქვი გენერლობაზე რომ არ ოცნებობს ეხლა მეორე მხარე გუნდში არსებული სიტუაცია აბსოლუტური ანარეკლია ქართულ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების გახლეჩვა ეგრეწოდებული სასტავები დაცალკავება პასუხისმგებლობაზე თავის არიდება ერთმანეთის დაზღვევის არარსებობა კიარა სურვილის არქონა 30წელია ნაკრებს ერთიანობა არ ააქვს ისე კარგი იქნებოდა კიევის მაგალითი როცა ფაქტიურად კიევი წარმოადგენდა საბჭოთა ნაკრებს და დამატებული ყავდა ორი სამი კაცი ჩვენ ალბათ შოტლანდიის მოდელზე უნდა წავიდეთ ამ წტაპზე თან გეოგრაფიაც გვიწყობს ხელს ამერ იმერი ერთი კლუბი დასავლეთში ტორპედო მეორე აღმოსავლეთში დინამო ამეების გარშემო შეიკრიბოს საფეხბურთო სამყარო ამათ ჯახზე აეწყოს ქართული ფეხბურთის განვითარება კღგად დააკვირდით ამის მენჯმენტურად კარგად შეფუთვა კარგად წარმოჩენა შეიძლება რეკრილება რებრენდინგი და დაიძრება მკვდარი წერტილიდან ფაქტიურად იგივე შეიძლება ყველა სათამაშო სახეობებში არის კიდე უფრო კარგი იდეები თუ ვინმე დაინტწრესდება მომწერეთ კომენტარში
Vakhtang Lobzhanidze
ქეცბას ნაკრები ასეთ დანიას მოუგებდა..
გრიგოლ1408
რატო არ მიქვეყნებთ კომენტარს
ლუკა
ეს შედეგი აიღეთ და ვაისს გაატანეთ მზითევში! ის რომ 94 წუთის განმავლობაში კარში არ დაგვირტყავს არ უნდა იძლეოდეს თვითკმაყოფილების მიზეზს. დღეს დანია იყო უსუსური და ფრეს მაგიტომ მივაღწიეთ. არანაირი კრეატიულობა ჩვენს გუნდს, არანაირი კლასი, არანაირი ნებისყოფა დამაბოლოებელ ფაზაში. ფიზიკურად სუსტი აღნაგობის ფეხბურთელები, ყაზაიშვილის ეგოისტური გადაწყვეტილებები, ტაბიძის ბავშვური შეცდომები დაცვაში, არანაირი ხედვა, არანაირი პერსპექტივა.
სოსო
ოქრი ნაკრებში,ყოველთვის ბოლომდე იხარჯება.ამიტომ უფრო მეტად მიყვარს.
გრიგოლ1408
დანიამ არ ითამაშა,იმიტომ გამოჩნდა ნაკრები,ერთი კომბინაცია,ერთი სტანდარტული გინახავთ შესრულებული-ვაისი უნდა წავიდეს
გრიგოლ1408
დანიამ არ ითამაშა,იმიტომ გამოჩნდა ნაკრები,ერთი კომბინაცია,ერთი სტანდარტული გინახავთ შესრულებული-ვაისი უნდა წავიდეს

კარგი თამაში იყო, ვუტევდით, ბურთთან არ გვეშინოდა. კიტე ყოჩაღ, ჯანომ იქნებ 1 წელი მაინც გაატაროს ტრავმის გარეშე, ოქრიმ უნდა მოიშოროს ეს ვითომ "ვარსკვლავის" მენტალიტეტი და იმუშაოს რომ თავის პოტენციალი გამოავლინოს. ერთადერთი ყაზაიშვილის ვერ გავიგე 3 მეტრშიც რომ ვერ ხედავს პარტნიორებს - სადღაც 62 წუთი იყო და 2 კაცი პასს ეხვეწებოდა კარიდან 15 მეტრში და ამან მაინც ათრია საჯარიმოს გვერდიდან და . . . ეგოიზმია თუ სათამაშო აზროვნების არქონა?
Kkk
თუ ტრამვიანობა სერიოზული არ იქნა თავისუფლად შეიძლება ჩვენგან საშუალო დონის გუნდი გამოიჭრას.
emigranti
აჰყევით ვაისს სად თამაშობენ ისინი, ჩვენ და ა.შ...ინდივიდუალურად რომ შეაფასო პოზიციის მიხედვით, ჩვენებს ექნება ბევრ შემთხვევაში უპიირატესობა, მაგრამ გუნდურ თამაშში რა მოგახსენოთ. ტყუილად არ ახსენა ტომასონმა დაახლოებით იგივე. ინდივიდუალიზმი მოეწონა, მაგრამ გუნდზე სიტყვა არ უთქვამს. სწორედ ესაა ვაისის მწვრთნელობა, ანუ ნაკრები ასე უმწვრთნელოთაც ითამაშებს. ყაზაიშვილი კი კიტეიშვილთან ერთად საუკეთესო იყო(ორივე გუნდში), თუნდაც მომენტებში გადაცემებს არ იძლეოდეს...რომ გაეტანა არ იტყოდით მსგავსს არაფერს. მოაშორეთ ვაისი და სერიოზული გუნდი დადგება კარგი მწვრთნელის ხელში. თუ უცხოელზე იქნება ლაპარაკი შემტევი ფეხბურთისათვის სასურველი ჰოლანდიელი იქნებოდა.
Grisha
შენ რამ გაგაბოროტა შე მართლა უბედურო
გიორგი
ეტყობა გადამდები ჭირი გვჭირს. დანიაც რომ ჩვენსავით დაბორიალობდა მინდორზე:))
ბმბ
მე კორეასთან თამაშიც მომეწონა, რაც აჩვენა ამ ორმა თამაშმა: კიტეიშვილი და გრიგალავა უეჭველი სანაკრებო ხალხია. გრიგალავა ძალიან კარგი და თავდაჯერებული მცველია, რატომ მოიაზრება სათადრიგოდ, ვერ ვიგებ, ფლანგიც იცის და ცენტრიც, თამამი და უშუალოა ბურთთან, რაც მცველისთვის იშვიათობაა. კიტეიშვილი არის მაღალი კლასის ფეხბურთელი. ამ ორის გარდა ნაკრებში გარანტირებულ ადგილს მივცემდი ქვილითიას, ჩაკვეტაძეს, კვარაცხელიას, კვირკველიას, კვეკვესკირს და გვილიას, დანარჩენ ადგილებზე უდიდესი არჩევანია და კარგი გუნდის დაყენება შეიძლება, დიდი შემტევი პოტენციალის მქონე გუნდის
Buxrika
ასეთ კომენტარს რატო აკეთებ.ვინ გყავს ჯგუფში რა დონის ნაკრებებ გადახედე
გიორგი
ვაისზე უკეთესი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებს არ ჰყოლია და დიდი ხანი არც ეყოლება. რომელი მწვრთნელის დროს თამაშობდა საქართველო უფრო დალაგებულ ფეხბურთს?
gogia
მართალია თამაშით აღფრთოვანებული არ ვარ,მაგრამ შედეგით კმაყოფილი ვარ არ დავმარცხდით.მადლობა ამ შედეგისთვი, არ დავმალავ წაგებას ველოდი 1-3,თან ერიქსენმა ისე შემაშინა მისი კომენტარით(ამის მეტის ტრაკი თუ არ ქონდა რას გვექადნებოდა ძელს ბურთი ჩვენც გავარტყით)....ლორიამ გოლი არ გაუშვა - კარგია,კიტეიშვილი ყოჩაღ,ყაზეიშვილს არაუშავდა, მაგრამ პასის მიცემა უკვე პრინციპულად არ უნდა. კითხონ ერთი ჟურნალისტებმა პასს რატომ არ აკეთებს?ჰო კიდევ ერთი მენიშნა მეგონა დანია ბოლოსკენ აგვიკლებდა,თან მეგონა ბოლოსკენ ჩვენები ვერ გაქაჩავდენ მაგრამ შევცდი უნდა შევაქო ამისთვის ფიზიკამ გაქაჩა!და ყველაზე მთავარი ზოგიერთებს იმ კითხვაზე მინდა ვუპასუხო რა გიხარიათო,ჩემი საყვარელი გუნდის პატარა წინსვლა და წარმატება მე ყოველთვის გამიხარდება და გასკდით გულზე ახლაც მიხარია! წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს გუნდს მომავალ თამაშებში...სამუშაო ძალიან ბევრი აქვთ Mტავარია ბელორუსთან და მომდევნო თამაშებში ვიყოთ საუკეთესო ფორმაში!!!
ddgfdf
ისე ამათი ლოგიკით შემდეგ მსოფლიოზე დანია უნდა გასულიყო ფინალში მაგრამ არარ გაიტანეს გოლი და...1-0ზე დანია გავიდოდა ფინალში.
Vasili
ნამეტანი ვნერვიანობდი და ვშფოთავდი ... აწი ეს თამაში წარსულია!!! მე ძალიან მაფიქრებს კოსოვო და ბელარასია!!! ისევ დაგვიანებული ცვლილებები, ისევ შეშინებული თამაში, ისევ უაზროდ უკან ლორიასკენ პასები, ისევ მოედნის დაუნახავობა, ისევ უთამაშებელი ფეხბურთელების გამოძახება , რაღაც ანომალიასთან გვაქ საქმე მეგობრებო!!! მოკლედ ჩვენ ვაისმა მგონი ამოწურა თავის მისია და სანამ დროა მგონი ჯობია ფედერაციამ მოძებნოს ვინმე ახალი (ცხადაძე)!!! ბოლოსდაბოლოს ამ ვაისმა თავის მოვალეობა წარმატებით შეასრულა ერთა თასის ჯგუფი მოიგო , ხოდა აწი მადლობა და კარგად იყავის დროა...// და კიდევ ერთი რჩევა მინდა მივცე ნაკრებს მჭედლიძე გადავასკოჩოთ ყაზაიშვილს თავზე და მოედნის ხედვას გაიუმჯობესებს!!! ეს იქნება იდეალური გამოსავალი !!!
DAVE
დანია ფიფას მიმდინარე რეიტინგში იკავებს 13-ე ადგილს, ჩვენ 94-ეს. ეს ფრე იგივეა დაახლოებით რაგბში გვეთამაშა ფრე ავსტრალიასთან, თუმცა მანდ რეიტინგში უფრო ახლოახლო ვართ, 6-12. და რატომ არის მაინც ამდენი ნეგატიური კომენტარი ვერ ვხვდები. ყოჩაღ GNT
გიორგი
არც ბრაზილიაა ხორვატია. დანია არაა ხელწამოსაკრავი გუნდი.
Lasha
ყველა ხვდება რომ ვაისი უნდა წავიდეს და მოიყვანონ ისეთი შემტევი სტილის მწვრთნელი რომელიც ათამაშებს ბიჭებს ფეხბურთს. ხომ გამოჩნდა რომ შეგვიძლია თამაში მიუხედავად უფორმო ფეხბურთელებისა რომლებიც წინ ვერ გარბიან და კარში ვერ ურტყამენ. პ.ს. დანიამ ვერ ითამაშა და მაგრა გაგვიმართლა:)
აგლაგლა
ჯერ კომენტატორები უნდა მოვაშოროთ და მერე ფეხბურთიც დალაგდება
გიონატ
მშვენიერი მაჩი ჩაატარა ჯიმი ტაბიძემ, მალისთვის ჯერ ადრე ნაკრები წინ კი კარგად მიდის მაგრა დაცვაში მაგრად უჭირს
s.s.
არა, არ მგონია მარტო ეგ.. ავღნიშნე მომენტებს ვერ ქმნიანთქო და გამგები გაიგებდა რაც დავწერე.. რაც შეეხება ფლანგებს, შენ ნიკა მალისნაირი მოთამაშე თუ მხოლოდ ფლანგის მცველი გგონია, სხვა სპორტზე აკომენტარე ჯობია..
eheeeiy
კიტე - მაგარიააააააააააა!
რაგბი ჩვენი თამაშია სასტავს
ბიჯო ვინ ხართ რა ხართ, საიდან ეძრობით, რაგბიში ვაგებთ და საღოლ ბიჭებსო გაჰყვირით ვითომოგვეგო, და დანიასთან ფრე არ გაკმაყოფილებთ? შედარებისთვის იგივეა საქართველო რაგბიში ახალ ზლანდიას რომ შეხვდეს. რა გააწყალეთ გული. გვაცადეთ ვისაც ფეხბურთი გვიყვარს. უყურეთ რაგბს და დატკბით ბრძოლით მარა წაგებით. მადლობა ბიჭებს!

ვაისს შეცვლები არ დაუგვიანია. ის როგორც წესი - ასე ცვლის. ვაისის თეორიის თაბნახმად - შეცვლის დანიშნულება არის მხოლოდ დროის გაჭიმვა და ამიტომ ცვლის სულ ბილოს, როდესაც რჩება წამები.
ემზარ დუისბურგი
აუ კარგი რა ,კონკრეტულად ჯანოს თან რა გინდა ? ბევრს თამაშობს სპარტაკში?რაღაც ბოლო 10 ცუთს რომ შემოაგდებენ ,ისიც იშვიათად !
giorgi
კაშია შეუდარებელი იყო დაცვაში, თითქმის ყველა ბურთი ჩვენს საჯარიმოში მან გამოიტანა თავით
სხვა
ერთა ლიგაში ბელორუსიც და სხვა ნახევარფინალისტებიც განწირულნი არიან ჩვენთან მარცხისთვის,რამდენიც არ უნდა გააწბილოს კოსოვომ და მაკედონიამ უფრო მაღალი დონის მეტოქეები.მერე თუ გინდ დურუ ხუნჭუა კი არა კაციჭამია დურუ ხურცილავაც გადმოიბირონ.
კახა ქ.
იცით რატო გვიხარია,რომ წაგებებს ვართ მიჩვეულები თორე რა არის გასახარი.მთელი თამაშის განმავლობაში ერთ საგოლე მომენტს რომ ვერ შექმნი,კარში რომ არ დაარტყავ,არცერთი სტანდარტის ნორმალური გათამაშება რომ არ იცი და ა.შ.ესაა გასახარი....ისე კი ბოლომდე დაიხარჯე .კიტეიშვილი საუკეთესო იყო,აი კაკაბაძე კი.....არადა რა იმედი მქონდა რომ გამოჩნდა.დღეს კი 0 იყო.და საერთოდ რეგრესს განიცდის.
Qartveli888
დანიასთან უპირობოდ მოგებას არავინ ითხოვდა, მაგრამ თამაშის მიმდინარეობისას გამოჩნდა რომ მოგება შეიძლებოდა... ვაისმა კი თამაშში ვერანაირი გარდატეხა ვერ შეიტანა (შეცვლების დაგვიანება ხომ საერთოდ ცალკე ფენომენია)
მ.ტ.
პათოსზე გეტყობა, დანიაზე გედო ბოლო ათშაურიანი... არადა, ერიქსენის ჰეთ-თრიქზე უნდა დაგედო, აღარ ინერვიულებდი მაინცა...

ფლანგების მცველები გიპოვნია და რარა გვიჭირს? სულ ეგ არის ფეხბურთი - ფლანდგები?
Kamikadze .დიდი ბრიტანეთი
ვაისს რომ ფეხბურთის რაიმე ესმოდეს დავითაშვილს არ ათამაშებდა ამხანაგურში ორი დღით აფრე ოფიციალურ თამაშამდე არამედ დღეს ათამაშებდა და არ მოუწყობდა ფუყე გამოცდებს და არაა საჭირო ერთნაირადბერკვეოდე სხვადასხვა სპორტის სახეობებში, საჭიროა აზროვნებდე წინწასწრებით შედეგის დადებით მანამდე, როცა საჭირო არს,და არა ჩხუბის შემდგომ მუშტების ჰაერში ქნევით, უკვე უშედეგოდ... .....
ემზარ დუისბურგი
ფუ რა საგოლე დარტყმისთვის პასი არ გააკეთა ,კორეასთანაც იგივე ქნა ,სერბიასთანაც
გოჩა
კარგი იყო,ცოტა გამართლება და მოვიგებდით,ახლა ერიქსენმა დანიაში რაც ყველაზე მაღალი წერტილია ავიდეს იქ გამოექანოს და..........არაა დანია კიდევ ბრაზილია,თავი,რომ მოაქვთ კიტრივით,კარგი გუნდია მაგრამ არა საუკეთესო,მერე რა დიდ გულზე იყვნენ,დაგვავიწყდა პირველ თამაშში მსაჯმაც კარგად მიეხმარათ,მერე ახალგაზრდების იმედიც მაქვს,ისე კვარაცხელია ეთამაშებინად,მგონი მწვრთნელის შეცვლის დროც მოვიდა და როგორც იქნა დააყენა ფლანგზე გრიგალავა,იძახეთ ახლა არ ვარგა რუსეთის ჩემპიონატი,შვეიცარიაზე ძლიერი ლიგა,რომ არის ფაქტია,ესპანეთი,იტალია,გერმანია,ინგლისი კი ბატონო მაგრამ სხვა?რეიტინგით საფრანგეთის ლიგას უტოლდება,წარმატებები ყველას,მომავალში მოვიგებთ.
ზურა
პირი გააღე შაქარი უნდა ჩაგიდო
მართალი ხარ მაგრამ...
თითქმის მართალი ხარ ყველაფერში... ჩემი აზრით. თითქმის იმიტომ რომ არველაძე კაჭარავას ნაწილში არ გეთანხმები. ამიტომ მოგეცი დისლაიქი. კაჭარავასი აღარ მჯერა რომ მოუმატებს და არველაძეს უბრალოდ ბიძების შარავამდენი დასდევს თორემ რეალურად ნიჭით არ არის ნაკრების დონის ჩემი აზრით. გვარის ამბავში აქვს ბევრი ავანსი მიცემული
ზურა
შენ ქართველი არა ხარ? ქართველებს რატომ უხარიათო,რომ ამბობ? დალაგებული თამაში გვიხარია,და შენ რაში ხარ წარმატებული? რომ აკრიტიკებ?
s.s.
მიუხედავად ქულის აღებისა, ამ ეტაპზე კარგს ვერაფერს ვიტყვი ნაკრების თამაშზე.. მომენტებს ვერ ქმნიან და 0-0 არაა ის შედეგი, გაძლებაზე კმაყოფილი რომ იყო.. ნიკა მალი დახატავდა ნაკრებს!!! ლაკვეხელიანიც მაგარი ბიჭია. ამასობაში ჩაკვეც გამოჯანმრთელდება და რაღაცას დაემსგავსება ნაკრები.. ეჰ, არადა ვიმსახურებთ ქართველი გულშემატკივარი ძლიერ ნაკრებს და ლამაზ ფეხბურთს..
lasha
რა გირხარიათ თქვე უბედურებო ბოლოდან მეორე ადგილი?
ზაზა
რა გიხარიათ ვერ გავიგე? კი ფრე კარგი შედეგია მაგრამ თამაში ნოლი.კარებში არ დაურტყამთ. არაა ამათი საშველი. და საიდან ნახულობენ ამ კომენტატორებს.ამ უცოდინარებს.ან როგორ შეიძლება ერთმადაიგივე კომენტატორმა ფეხბურთიც წაიტვანოს,კალათბურთიც,ჰოკეიც და ფიგურული სრიალიც? ვაი თქვენს პატრონს

ბოღმიანი გულშემატკივარი
ეს რა დღეშია ხალხი
რას მიედ მოედები

რა შეგვადარეს? რა შუაშია შედარება? შეგვადარეს და ფეხი-ფეხზე გადაიდეს? ძალიან ჭირდებოდათ 3 ქულა და ერთს დასჯერდნენ?
ჰმ!
რას ბოდავ თუ იცი
ვასო
იდიალურად იყო დაკომპლექტებული დაცვა და საყრდენი ზონა, რომელთაც მშვენივრად გაართვეს თავი მოვალეობას, მხოლოდ კაკაბაძე ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე. ნახევარდაცვას კი შეტევა არ შეუძლია და მხოლოდ თამაშის ჩაშლით იყო დაკავებული და ბურთს კი კარგად იჭერდნენ. მაგ სამეულიდან უმჯობესი იყო ვაკო, თუმცა მოედანს ისევ ვერ ხედავს და თავს მაღლა არ სწევს. ჯანოს და ოქრის მეტი არ შეუზლიათ და არც მოეთხოვებათ. ტუ ამ სეზონზე არ დაიმტვრნენ და სათამაშო დრო მიეცათ, ნაკრების ძირითადში ადგილს ნამდვილად დაიმსახურებენ, რადგან სავარაუდოდ ფიზიკასი მოუმატებენ. ქვილითაია მე მგონი ნელ-ნელა ჩაჯდება გენტის ძირითადში, ტუ რა ტქმა უნდა ჯანმრთელად იქნა. ვაისა სუსტი მწვრტნელია, რადგან ზამენებს ვერ აკეტებს, 70-ე წუთიდან ჯანო და ოქრი უნდა გაეყვანა და შეტევა გაეძლიერებინა ახალგაზრდების ხარჯზე, რა არ ჰყავდა? კაკაბაძეც შესაცვლელი იყო, მარა მისი შემცვლელებს არ იძახებს და ჰე. სეეყვანა დავითაშვილი, კვარა, ლობჟანიძე, თუნდაც პაპუნასვილი. არ გარისკა, რადგან მისთვის მთავარი არ წაგება იყო. ასეთ თამაშში უნდა ნახო ახალი სისხლი, რადგან ამ ქულას არანაირი აზრი არ ქონდა. დამტკიცდა, რომ კანკავა აღარაა საჭირო. სურპრიზი იყო კიტეისვილის საყრდენობა და ეს მისი ადგილია მგონი. ფეხბურთში გოლია მთავარი, გოლიი. იმედია ირლანდიასთან ოქრი და ჯანო უკეთეს ფორმაში იქნებიან, რადგან სხვებისთვის მაინც დახურულია ნაკრების კარი. გვილიას აბუ სჯობს და საერთოდ აბუ და კიტე იდეალური წყვილია მაგ ზონაში. შედეგი ვაისის ხელში მაინც მისაღებია, მიუხედავად იმისა რომ თამაში მოსაგები იყო.
შოთა
რა გინდათ, რას ითხოვთ, ნახეთ სად თამაშობენ ერიკსენი, ლარსენი, პოულსენი, მადლობა ბიჭებს ბრძოლისათვის, ამაყი ვარ მათი შემხედვარე. უბრალოდ ზოგ ქართველს უჭირს ტვინში ღიპზე რომ ჭიქა უდევთ და გრძელი ენა აქვთ სუფრიდან და ითხოვენ ევროპის მოგებას :)))
kote
აბა შენ გესმის რა რა არ ითამაშა, ჰაერივით ჭირდებოდა ქულები
სოსო
დანიელებმა პირველ თამაშში გადაგვიარეს და ეტყობა იმ თამაშის შთაბეჭდილების ქვეშ,ბოლომდე მობილიზება ვერ შეძლეს,თან მთავარი მწვრთნელიც ხომ არ ჰყავდათ და ეტყობა ამანაც იმოქმედა.ასე თუ ისე,დანიამ ვერ შესძლო ტემპის აჩქარება,არც ჩვენებს დაუშვიათ ისეთი შეცდომა,რომ როგორც იქ,თვითონ გაეტანინებინათ გოლები მეტოქისათვის და ისე გამოვიდა,რომ ჩვენ ბიჭებს მეორე ტაიმისათვის საკმარისი ძალები შემორჩათ და ცოტა მეტი ოსტატობა რომ ჰქონოდათ კომბინაციურ თამაშში,შეიძლებოდა გამარჯვებისთვისაც გამოგვეკრა ხელი.რამდენი წელია,ვაკოს,თორნიკეს და ჯანოს ერთად არ უთამაშიათ.ითამაშეს როგორც იქნა და თითქმის უიმედო თამაშში,ქულაც ავიღეთ.აქვე გამოვყოფ კიტეიშვილის ძალიან კარგ და აბურჯანიას კარგ თამაშსაც,ძალიან საიმედო იყო გია გრიგალავაც,კაშიაც და ტაბიძეც.ძალიან ბევრი იმუშავა ქვილითაიამ და ამ ბიჭს ცოტა მეტი სისწრაფე რომ ჰქონდეს,შეუდარებლად უფრო საშიში იქნებოდა ჩვენი შეტევა. საერთოდაც,შეცვლა პირველად 85 წუთის შემდეგ გავაკეთეთ.ბოლო წლებში ეს უპრეცენდენტო ამბავია.ამდენ ხანს ჩვენი ნახევარდაცვა ვერასოდეს უძლებდა ფიზიკურად,ახლა კი გაუძლეს.დღვანდელ ნაკრებს რაიმე დამუშავებული კომბინაციები რომ ჰქონოდათ შეტევაში,ეს უკვე სრულფასოვანი ნაკრები იქნებოდა.ამ თამაშმა ვფიქრობ ბიჭებსაც უნდა მისცეს თვითრწმენა და ვფიქრობ მომავალ თამაშებში ისე ყურებჩამოყრილები აღარ ვიქნებით მეორე ტაიმის დაწყებისთანავე.ბრძოლის მარიფათი გვაქვს და ცოტა თუ გავთამამდებით,გიბრალტარის გარდა,სხვასთანაც შევძლებთ გამარჯვებას.კორეასთან საზიზღარი თამაშის შემდეგ,ყოჩაღ ჩვენს ბიჭებს და თუ ჩვენი თამაშის ვექტორი მეტოქის კარისაკენ იქნება მიმართული,მაშინ ჩვენი შეტევები გაცილებით უფრო მიზანსწრაფული და სახიფათო შეიძლება გახდეს,ახლა ხომ ყველა ცალი თვალით უკან იყურება და წინ თავისუფალ ზონაში ბურთის რისკიან შეგდება ერიდება.მომდევნო თამაშებისათვის ალბათ ჩაკვეტაძე უკვე მწყობრში იქნება,დავითაშვილი და კვარაცხელიაც დააგროვებენ რუსეთის ლიგაში გამოცდილებას და გაცილებით თავდაჯერებულები იქნებიან და შეტევითი პოტენციალი და ვარიანტები შემადგენლობაში,ძალიან გაგვიფართოვდება,ზარანდია და არველაძეც ხომ სათვალავში არიან,არც კაჭარავაა ჩამოსაწერი და კიდევ შეიძლება ვინმემ გაიბრწყინოს და თუ ვინმე გამტანიც გამოგვიჩნდა,მაშინ უკვე რაღაცას დავემსგავსებით.
გულშემატკივარი
ძალიან სუსტია კაკაბაძე! სასწრაფოდ უნდა მოისინჯოს სხვა კანდიდატურა მის პოზიციაზე, თუნდაც ნიკა მალი
Kkk
ახლა სადაა ის ხალხი, რომ იძახდა კაშია ჩამოსაწერიაო.დ კიტე საუკეთესო იყო. ქვილითაიამ ლომივით იბრძოლა ცუდი არცერთი არ იყო პრინციპში
თემო
ალბათ ვერასოდეს გავიგებთ ორ რამეს: კოსმოსს ბოლო თუ აქვს და ქართველებს რატო უხარიათ დღევანდელი თამაშის შედეგი :დ უხარისხო თამაში, ღორი ფეხბურთელები რომლებსაც პასის გაკეთება არ უნდათ, ბურთის კონტროლი ნული, რავი, გაგრძელებას რაღა აზრი აქ. გამოდით ეიფორიიდან, დაბრუნდით რეალობაში, რა გიხარიათ. ახლა ვიცი გადამივლით მარა შემდეგ შეხვედრებში რო მაგრად ჩაისვრიან მერე გაიხსენეთ ეს კომენტარი
ზაზა
წარმატებები, ბიჭებო,დუხით არ დარჩეთ.
gaguuuu
gundi rom karshi ver daartyavs zustad ra migwevaze da karg tamashze gaqvt laparaki kargit raaa
მოკითხვა ერიქსენს გიბრალტართან ერთად
ჩემი გადმოსახედიდან ჩვენი თამაში ნაღდად არ ვარგოდა კარში არ დაურტყამთ ბოლოსდაბოლოს ჯარიმას ბოლო წამზე თუ არ ჩავთვლით ...მაგრამ ადრინდელს ...კარგად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთ ეს ჯობს ცუდად ვითამაშეთ მაგრამ ქულა ავიღეთ ...შედეგი მართლაც არ არის ცუდი იქ 1:5 ის შემდეგ აქ მინიმუმ 1:2 -ს ველოდი ...მაგარია და გაგვიმართლა რომ ჩემსავით შეცდნენ დანიელები და სათანადოდ არ დაგვაფასეს და გიბრალტარს შეგვადარეს ....ახლა ღმერთმა ქნას და თუ ვივარგებთ დანიელებს მოუწევთ ტელევიზიით ევრო-ზე ჩვენი ნახვა !!!! ასე იქნება თუ ისე მაგას მომავალი გვიჩვენებს მაგრამ დანია რომ შოტლანდიის სიაში აღმოჩნდება ეს თითქმის გარდაუვალია !!!

ყურადღება მიაქციეთ ოქრიაშვილს და უფრო დავაფასოთ ბოლომდე თამაშობდა მიუხედავად იმისა ფორმაში რომ არ არის როგორ ირბინა მაინც ამდენი!
ddgfdf
წინა შეხვედრა 4-2 წავაგეთ. ჩვენ და ფიფას ჩვენი თვლა გვაქვს.
მ.ტ.
ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ, ერიქსენის დანაქადნების შემდეგ იმედი მომეცა, იქნებ, თავმოყვარეობამ გაიღვიძოს თქო ბიჭებში და ასეთი გამწარებული (კარგი გაგებით) საქართველოს ნაკრები, აღარც მახსოვს, როდის ვნახე... თბილისში ჩამოსულ გრანდებსაც კი არასდროს ავუგდივართ აბუჩად და თუ გახსოვთ, ყაზახებსაც როგორ მწარედ ვანანეთ, ჯუჯები რომ გვიძახეს... ახლა ისღა დაგვრჩენია, ბაწკასაც (თენგიზა კიტოვანს არ ვგულისხმობ) ვანანოთ და თუ კოსოვო-მაკედონიას შორის გამარჯვებულს ჭკუა ეყო და სიფრთხილე გამოიჩინა, მაშინ მხოლოდ დურუ ხუნჭუას იმედად თუ ვიქნებით....
ლადო
პასი ვაკო პასი დროული რა გახდა ბიჯოოო...
ddgfdf
დანიის დამსახურებული ფრე.
goga
სამწუხაროდ გულშემატკივარიც დაჩიავდა, სახლში არაფრისმომცემი ფრე რომ გაგხარდება ჩვეულებრივ გუნდთან, ფეხბურთელებს რა უნდა მოთხოვო....
ვასიკო
ირლანდიასთან ვიგებთ!
გიორგი
უამრავი შეცდომა.ანანიძეს კუდე რა ეირ ძლივს დადის მოედანზე. ბოლოსკენ როგორ გაწვა მინდორზე ოქრიაშვილთან ერთად. ასეთი საცოდაობა... მატჩის საუკეთესო მოთამაშეები კიტეიშვილი და ქვილითაია. ისე ქვილითაიას დონის მოთამაშე გენტის სათადარიგოდ ცოდვაა
ლევანი
კიტეიშვილს სასწაულად აქვს ,პ,ატებუი კლასი.რაც მთავარია დაცვაშიც და შეტევაშიც ერთნაირად ეფწქტურია, ერთ-ერთზე ბურთს ვერ წაართმევ, პასი აქვს, ხედვა აქვს,, ფიზიკა აქვს. ერთადერთი - მსაჯი არ წყალობს ხოლმე
მოთამაშე
მე სხვა თამაშს უყურე სად იყო კარგი თამაში...? კარში დარტყმა 0
ც
8
ფეხბურთი
სანამ ფრეს თამაშებით დავკმაყოფილდებით და არ ვიქნებით მაქსიმალისტები მოთხოვნებში, იქამდე სულ ასეთ ჭაობში ვიქნებით.
შოთა
ეგრეა ზურა ძმაო, ეგ ოქროს ბიჭი რომ გვყოლოდა დანია ქულასაც ვერ წაიღებდა. ეგეც თქვენი დანიაა
გრიგოლ1408
ვაისი და კომენტატორები გვეკაიფებიან დანიამ საერთოდ არ ითამაშადა გამოჩნდა საქართველოს ნაკრები,ამ თამაშით ყველა მოგვიგებს
Buxrika
გენაცვალეთ ბიჭებო.დამსახურებული ფრე.თან გვაკლდა ბევრი მოთამაშე.ჩაკვეტაძე ხოჭოლავა და კვირკველია.მოგებაც შეგვეძლო
შოთა
ორი დღის წინ დავწერე დანია ქულებს დაკარგავს მეთქი, ვანგაო დამიკომენტარეს. ასევე დავწერე ამ შემადგენლობას პლუს ჩაკვეტაძე და ევროპაზე გავალთ თქო. ესეც ახდება!!!
nik
დავითაშვილმა ტრავმა მიიღო კორეასთან, თუ ვერ ერკვევი ფეხბურთში რა აუცილებელია რომ აქ დაპოსტო
eheeeiy
ფარჩაკობა არის ქართული ენის უცოდინარობა
tngh
ფრე ლოგიკური შედეგი იყო ამ თამაშის. განვმეორდები, კარგი თაობა მოდის. ნაკრებში კონკურენცია იზრდება. საქართველოს პირველობაზე სისწრაფეები აშკარად მომატებულია. დარწმუნებული ვარ, შემდეგ ციკლში უკეთესი შედეგი გვექნება.
Emi
შენ ძმა ისე იცი ფეხბურთი როგორც მე ჰოკეი დაახლოებით.
ზურა
Vladimir maladec!
ანზორი
ამ ფრეს წაგება ჯობდა!!
Gurami
არაბიძე ეროვნილ ნაკრებში!
ჟორა
ერთხელ დავარტყით კარში!!! - ეს იყო კარგი თამაში?! თქვენ ეტყობა ფეხბურთი ლელობურთი გგონიათ!
გელა
აბა, ფუი ეშმაკს და, წარმოიდგინეთ, რომ ლორიას (ან მის მაგივრად სხვა მდგარიყო და იმას) ის ორი ბურთი გასძვრომოდა, დანარჩენებს კი ზუსტად ისე ეთამაშათ, როგორც ითამაშეს. აი, ამის მერე კი წარმოიდგინეთ ამ სტატიის სათაური და კომენტარები... მოკლედ, ემოციის ხალხი ვართ, ანალიზისა - არა. პ. ს. რაღა დაგიმალოთ და, მეც გამიხარდა ფრე... :/
გულშემატკივარი
კაკაბაძე იყო ყველაზე სუსტი,კიტეიშვილი კი ყველაზე უკეთესი.ყაზაიშვილმა რომ პასის გაკეთება ისწავლოს არ იქნება ურიგო.
ზურა
ვალოდია მალადეც!
va-le
სანამ ჯგუფური ეტაპი დაიცყებოდა ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა ბიჩები ფსიქოლოგიურად ბელორუსის ნაკრებისთვის მოსამზადებლად განაწყო, რაც არის უდიდესი შეცდომა პრესკომფერეციებზეც ხშირად საუბრიბს, ფსიქოლოგიურად და მეტი გამედაობა საჭირო რომ უფრო მეტს მივაგციოთ, ისევ დაგვიანებული შეცვლები 86 წუთზე, ტემპის მომატების დროს ხიფათს ვქმნიდით, Dაბალი დონის მწვრთნელი გვყავს რა უკეტესი და გამბედავი მწვრთნელი გვჭირდებაა
ზურა
ერთადერთი ჩვენ ნაკრებ ჩვენი ოქროს ბიჭი აკლდა!
DAVE
ბრძოლაში ბედნიერნი !!! ამ რაგბისტების წაგების მერე, ძლივს არ გავიხარე
ღვთაებრივი ქარი Great British.
Vერ არის ეს ვაისი ან თქვენ რა გიხარიათ?ფრეს მიაღწიაო ეროვნულმა ნაკრებმაო.რას გვაძლევს ეს ფრე, არაფერს ამჟამად უძლიერესი ტანდემი ქართულ ნაკრებისათვის თამაშით,დავითაშვილი- კვარაცხელიაა და საერთოდ მიქელთაძეც უნდა ეთამაშებინა პირველ ნახევარში მაინც, მოვიგებდით!!! ამ ბიჭებს გააქვთ რეალურად შვიდ ქულას დავაგროვებდით ვერ გარისკა ვერ არის ვერა!!! ასე უფხოდ ,ქართულ გეხბურთს ათწლობით ვერ ამოვქაჩავთ დღეს დღეობით უძლიერესებს თუ არ ვათამაშებთ....
უშანგი
იქნებ ვინმემ ყაზაიშვილს უკეთეს პოზიციაში მყოფი თანაგუნდელისთვის პასის მიცემა ასწავლოს...
emigranti
თურმე შეუძლიათ თამაში. ცოტა მეტი გამბედაობა, მეტი მაღალი პრესინგი, რამდენსაც გაუძლებენ, და უკეთესი შედეგებიც მოვა.ჩემი აზრით საუკეთესო იყო კიტეიშვილი, სუსტი წერტილი კი კაკაბაძე იყო, მისი მთავარი მოვალეობა დაცვაა და აბუჩად აიგდეს რამდენიმეჯერ. მგონი უკვე დღეს ჯობია ნიკა მალი. მონდომებას კი ვერავის დავუწუნებდი, გადადეს თავი.
Zviadi
მშიშრების გუნდი!
შოთა
აბა გამოდით ეხლა ქართული ფეხბურთის მაგინებლებო და ამ ბიჭებზე ცუდის მთქმელებო უნდა დაგთვალოოთ!!
oto
როცა 5-1 გაქვს წაგებული წინა შეხვედრა, რა კარგ თამაშზე და შედეგით კმაყოფაზეა საუბარი?!
გიგა
იმაზე დაბალი დონის მწვრთნელი გვყავს ვიდრე ფეხბურთელები.
ტაში
ყველა გუნდი რომელსაც მოგება მცირეოდენ შანს უტოვებს გასვლაზე და ფრე დიდ მიხწევათ ითვლება არის ფარჩაკების გუნდი!!!!!!!!

ეს მართლა ფეხბურთი იყო. ყოჩაღ ბიჭებო! სულ ასე თუ ვითამაშეთ,უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ.
irakli
კარგი თამაში იყო სანახავადაც, საღოლ ბიჭებს!
გიგა
იმაზე ბევრად მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს ვიდრე მწვრთნელი. ვაისი უფრო ზღუდავს ჩვენი გუნდის შესაძლებლობებს, იმის მაგივრად რომ მაქსიმალურად წარმოაჩინოს რაც შეუძლიათ ფეხბურთელებს და გუნდს.
გადასარევი გიორგი
ეხლა შემოვედი რაღაც კარგი მინდოდა დამეწერა და ისეთი სათაური გაქვთ რომ სამარცხვინო!!! ფრეს მიაღწია რა უბედურებაა!!! ვერ მოვიგეთ, აი რა უნდა დაწეროთ! ხოდა ვაის - დაუჯერე რა გადასარევ გიორგის და კომპანიას, ხომ გეუბნებით შეტევა ადამიანო! შეტევა!!! ესაა საქართველოს ნაკრების სტილი! მიდით წაშალეთ კომენტარი
რომანა
ვაისი უნდა გახდეს რაგბის ნაკრების მწვრთნელი, სასწრაფოდ!!! სხვა შანსი მსოფლიოზე არ გვექნება, მოიყვანეთ ვაისი რაგბში!!!
69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
[VIDEO] "კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს
"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ლიონი" მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა - გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა
"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი
"მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები" - ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი
"შემდეგ მეტოქედ პიმბლეტი მსურს, ესპანეთში მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა" - რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?
სოლიდური ციფრებია - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა თოფურიამ ოლივეირას დამარცხებით
"მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ" - პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
"ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა" - UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა
"ილიას გავთიშავ და ეს თავადაც იცის, ამიტომ გაექცა ჩემთან ბრძოლას" - არმან ცარუკიანი
კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
სლოვენიამ ყაზახეთს მოუგო - თბილისში ლუქსემბურგი მოდის
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
დანია-ინგლისი 1:1. ნამატჩევს ინგლისელებს უსტვინეს [VIDEO]
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
სლოვენიამ 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა - საქართველოს პლეი-ოფში გასვლა მხოლოდ პორტუგალიის ძლევით შეუძლია [VIDEO]
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
სლოვენია - დანია. პირველი ფრე ევრო 2024-ზე [VIDEO]