დანიელთა თავკაცი: საქართველოს მხოლოდ ერთი-ორი მომენტი ჰქონდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის მატჩი საქართველოსა და დანიას შორის ფრედ, 0:0 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ დანიის ნაკრების დროებითმა თავკაცმა იონ დალ ტომასონმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"საკმაოდ რთული მატჩი გამოვიდა, რომელშიც ბევრი საკვანძო მომენტი იყო. ვფიქრობ, ვერ მოვახერხეთ ისე თამაში, როგორიც ჩვენ გვინდოდა. დიდწილად ვაკონტროლეთ შეხვედრა და მიგვყავდა ჩვენი სცენარით. საქართველოს მხოლოდ ერთი-ორი მომენტი ჰქონდა.

სახლში საქართველოს ნაკრებმა ბევრად უფრო ძლიერად ითამაშა, ვიდრე დანიაში. თქვენ კარგი ფეხბურთელები გყავთ. მიუხედავად ამისა, ძალიან ცოტა მომენტი გქონდათ.

საქართველოს ნაკრების თამაში ძირითადად კრეატიული ფეხბურთელების მოქმედებაზეა აწყობილი. შემიძლია ვაკო ყაზაიშვილი გამოვარჩიო".

altკარგი

თამაში, ბრძოლა და საქართველოს ნაკრების დამსახურებული ფრე დანიასთან

 

altვლადიმირ ვაისი: ჩემთვის დღევანდელი შეხვედრა უფრო სრულყოფილი იყო, ვიდრე ესპანეთთან

altოთარ კიტეიშვილი: ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ!

altვაკო გვილია: დანიასთან ფრე ცუდი შედეგი არ არის, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვახარებს

altsofascore.com-მა ფეხბურთელები შეაფასა, საუკეთესოდ გიორგი ლორია დასახელდა

altკრისტიან ერიკსენი: საქართველომ რთულად დასაძლევი თამაში შემოგვთავაზა და ვერ ვაჯობეთ



Sportall.Ge








მკითხველის კომენტარები / 18 /
ოხ ჩაკვე გვყოლოდა დარჩებოდი მაგ მიმიკით ტომასონ
dato
09 სექტემბერი 2019 13:48
0
ძალიან სცოდავს ობიექტურობის კუთხით, რადგან მომენტები არც დანიელებს ჰქონიათ არც ჩვენზე მეტი და არც საგოლე. უპირატესობა ჰქონდათ რათქმაუნდა სისწრაფეში და კუთხურების რაოდენობაში, საიდანაც ხიფათი საერთოდ ვერ შექმნეს. იმას კი მართალს ამბობს კრეატიულ ფეხბურთელებზე დამოკიდებეული გუნდიაო, სამწუხაროდ 100% მართალია. გუნდურობა ძალიან გვაკლია.
ანესთეზეოლოგი
09 სექტემბერი 2019 09:44
1
თქვა კაცმა მწვრთნელი არ გყავთო.
ეგ არის რომ ჩვენი ფედერაცია ვერ ხვდება ამას და ვაისაზე უკეთესი ვერ წარმოუდგენია :)
ლაშა
09 სექტემბერი 2019 08:55
3
Дегенерат
1
09 სექტემბერი 2019 07:23
1
Дегенерат полный - იტყვიან ხოლმე, ასე ხატოვნად ჟღერს
.
09 სექტემბერი 2019 08:49
0
იმის ნაცვლად, რომ ცალყბად მაინც ეხსენებინა მეტოქის დაუფასებლობა და ბოდიში მოეხადა ერიქსენის გამოხდომის გამო, ჩვენი მომენტების სიმწირეს მისტირის და უკვირს, სახლში უფრო ძლიერად რად ითამაშეთო?!... აგრე ვერ განვითარდებით, იონგ-დალ ჩემო, სიმართლეს თვალებში უნდა უყურო და საერთოდ, ანდერსენის ერს მეტი თადაჭერილობა და ნაკლები ქედმაღლობა უფრო დაგშვენდებოდათ...
მ. ტ.
09 სექტემბერი 2019 00:09
1
რაც ჩვენთან ხდება,შოთა რუსთაველის ერი,სხვას რაიმეს უნდა ვსაყვედურობდეთ ამ თემაზე?მგონი ჩვენ უარესი ცხვირ აწეულები ვართ.
სოსო
09 სექტემბერი 2019 10:19
1
100 წლის შემდეგო? 100 წელი რა ამბავია, გვწყევლი?
.
09 სექტემბერი 2019 08:50
1
ყველა გამოხმაურება
ბედი თქვენი ჩეკვეტაძე არ გვყავდა. თორე მერე გენახათ თქვენი დაცვის გაბითურება
ტეტე1234
08 სექტემბერი 2019 23:52
6
თქვენ ხო რას ამბობ,მომენტს მომენტზე ქმნიდით
კახა ქ.
08 სექტემბერი 2019 23:40
2
რეებს ბოდიალობს ეს ჩემ.....ა რა მაგის ნაკრები არაა დამოკიდებული კრეატიულ ფეხბურთელებზე? აბა არ ყავდეს ერიკსენი და კიდე ორიფეხბურთელი ვნახავთ რას ითამაშებენ
დათო
08 სექტემბერი 2019 23:00
2
დანიელები რა თქმა უნდა ჩვენზე გაცილებით მაღალი კლასისები არიან,მაგრამ ეგონათ დავიღლებოდით და მატჩის ბოლოს გავუშვებდით.ყოველთვის ასე მოგვდიოდა ხოლმე აქამდე.ჩვენებმა შესძლეს და ტემპი დააგდეს,დანიამ კი ვერ შესძლო ტემპის მომატრება და ჩვენც ბოლომდე გავუძელით ფიზიკურად.დიდი მომენტები არც მათ ჰქონიათ და არც ჩვენ,პირველ წუთებში დაძაბულობის ფონზე რამდენჯერმე უხეშად შევცდით,მაგრამ დანიელებმა ვერ გამოიყენეს,შემდეგ კი დავწყნარდით და რიგ მომენტებში ინიციატივასაც კი ვეუფლებოდით.ასე რომ გაჩუმდეს ტომასონი,მთავარი მწვრთნელი მან კარგად ვერ ჩაანაცვლა და გუნდი ვერ დამუხტა საბრძოლველად.ჩვენებმა თავგანწირვით და გონიერებით შესძლეს სასურველი მიზნის მიღწევა.ასე რომ ყოჩაღ საქართველოს ნაკრებს.
სოსო
08 სექტემბერი 2019 22:57
2
ტომასონი: “საქართველოს ნაკრების თამაში ძირითადად კრეატიულ ფეხბურთელების მოქმედებაზეა აწყობილი“.

ანუ მწვრთნელი ნოლიაო აგერ გვეუბნება გამოცდილი ადამიანი, ჩვენ თუარ გვიჯერებთ და გვენდობით ამას მაინც დაუჯერეთ!

გიგა
08 სექტემბერი 2019 22:27
15
არა პირიქით, კარგია კრეატიულ ფეღბურთელებს რო ათამაშებს, უბრალოდ მაგ კრეატიულობას უნდა შეუწყო ხელი მწვრთნელის ტაქტიკური მონახაზებით და თამაშის დროს ტაქტიკური გადაადგილებებით და არა ისე როგორც ვაისი შვება, პორველი წუთიდან ბოლო წუთამდე რო ერთნაირად ათამაშებს და შეცვლასაც არ გააკეთებდა მოედანზე როარ უკვდებოდეს ფეღბურთელი
გიგა
08 სექტემბერი 2019 23:50
4
აბა არაკრეატიულ მოთამაშეებზე აწყობილი გუნდი ჯობია?
ლევანი
08 სექტემბერი 2019 22:54
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული