3 წლის წინ, 2016 წლის 12 სექტემბერს, "ტორპედო" კახა ჩხეტიანმა ჩაიბარა და მას შემდეგ გუნდმა მისი ხელმძღვანელობით საქართველოში ყველა ტურნირი მოიგო.
ფინანსური პრობლემების გამო ჩხეტიანს "ტორპედოს" ძირითადი შემადგენლობა გაზაფხულის თოვლივით შემოადნა ხელში და სახელდახელოდ შეკოწიწებული ახალი გუნდით მაინც აგრძელებს ბრძოლას.
12 სექტემბერს, ეროვნული ლიგის 27-ე ტურში, ქუთათურებმა გასვლაზე დაძაბულ ბრძოლაში ფრეს კომპენსირებულ დროში მიაღწიეს "ჩიხურასთან", მათ კარს კი 16 წლის დავით ასათიანი იცავდა.
"ტორპედოსა" და ჩხეტიანს ამ მძიმე ვითარებიდან გამოსვლა და ქართველი გულშემატკივრების კიდევ არაერთხელ გახარება ვუსურვოთ.