16 წლის ასათიანმა კომპენსირებულ დროში პენალტი მოიგერია და "ტორპედოს" "საბურთალოსთან" ფრე მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 სექტემბერს, ეროვნული ლიგის 22-ე ტურის გამოტოვებული მატჩი "საბურთალოსა" და "ტორპედოს" შორის ფრედ 1:1 დასრულდა.

შეხვედრა მეტად საინტერესო გამოვიდა: ზედ შესვენებაზე გასვლის წინ მოსიაშვილმა სტუმრები დააწინაურა. მეორე ტაიმში ჩემპიონმა ზეწოლა გააძლიერა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა 16 წლის მეკარე ასათიანი.

"საბურთალომ" მაინც შეძლო შეცვლაზე შესული ლაკვეხელიანის გოლით საპასუხო გოლის გატანა, კომპენსირებულ დროში კი ასათიანმა როლოვიჩის დარტყმული პენალტი მოიგერია და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

თბილისი. მიხეილ მესხი"
საბურთალო - ტორპედო 1:1
გოლები: 0:1 ცოტნე მოსიაშვილი (45), 1:1 ლუკა ლაკვეხელიანი (79)
გამოუყენებელი პენალტი: ოგნიენ როლოვიჩი (90+1)

საბურთალო (4-4-2): ლაზარე კუპატაძე, ნიკოლოზ მალი, გაგი მარგველაშვილი (კ), ნიკა სანდოხაძე, გრიგოლ ჩაბრაძე, ლევან ყენია (გიორგი კოხრეიძე 46), ელვინ ტერა (ლევან კაკუბავა 72), სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი გაბედავა, ანტე გი (ლუკა ლაკვეხელიანი 57), ოგნიენ როლოვიჩი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

ტორპედო (4-4-2): დავით ასათიანი, ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა (კ), გოდერძი მაჩაიძე, ცოტნე ნადარაია, გიორგი გადრანი, თორნიკე გრიგალაშვილი, რაფაელ ჩუკვურა, ცოტნე მოსიაშვილი (თამაზ ცეცხლაძე 54), თემურ ჩოგაძე (დავით იონანიძე 71), ზაზა ციცქიშვილი (გიორგი კიკნაძე 67)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 13 /
ადმინ,პირველ რიგში მინდა მერამდენედ შეგატყობინოდ, აქ არაერთხელ ჩემს მიერ გაკეთებული კომენტარის სისტემატიურ გაგლეჯვაზე და დამახინჯებაზე.ჩვენ ფეხბურთზე და სპორტზე ვწერთ ხოლმე.დარწმუნებული ვარ,რომ მკითხველის 100% ერკვევა ყველა სპორტის სახეობაში,ვინც კი ჩვენს მიერ გაკთებული კომენტარებს ეცნობა.აუცილებელი არა არის ყველაფრის წერა და ქართული ენის გრამატიკის ცოდნის გამომჟღავნება! ამისთვის არსებობს სხვა საიტები!
+
17 სექტემბერი 2019 15:15
0
ყველამ კარგად ვიცით ფული როგორ კეთდება,რა ხდება დღეს ქართულ ფეხბურთში და საერთოდ მსოფლიოში.საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წელს საბურთალოსგან კაი ფული იშოვა და დაბალ ლიგაში რატომ უნდა გადაუშვან? ცალკე UEFA ღებულობს თავის წილს ჩაწყობილი თამაშებიდან.უფრო მეტიც,ყველაფერი UEFA-ს მაღალჩინოსნების მიერ არის მმართული,წინასწარ კარგად დაგეგმილი სცენარის მიხედვით!
+
17 სექტემბერი 2019 11:48
4
საბურთალოს ჩემპიონომაში ლომის წვლილი დიასამიძემ,გორგიაშვილმა,რეხვიაშვიაშვილმა და ტატანაშვილმა დაიდეს,ტატანა გაუშვეს მოვიდა დვალიშვილი შევიდა ფორმაში და ევროტურნირის წინ გაუშვეს და ვინც დატოვეს ხედავთ.ზემოთჩამოთვლილ ფეხბურთელებს არ ათამაშებენ და შედეგსაც ხედავთ. ღმერთმანი, მაგარი მენეჯმენტია რა!?
Chivers
17 სექტემბერი 2019 10:45
1
საბურთალო თავის მწვრთნელებიანად უნდა მოაშორო ეროვნულ ლიგას,დაბალ ლიგაში უნდა გადაუშვას ფედერაციამ,რა თქმა უნდა ყველ ფეხბურთელს ეს არ ეხება
jiji
17 სექტემბერი 2019 10:25
2
ამ კომენტატორებს როგორ უნდა მოუსმინო?!კატასტროფაა!საშინელება!რა გაჰყვირიან,სად მოისმინეს,ვის მოუსმინეს?ან ვინც უფლება მისცა წაყვანის არ უყურებს ამათ რეპორტაჟებს?
ვაი ჩვენს პატრონს
17 სექტემბერი 2019 08:29
4
ეს მაიმუნობა გა ფოკუზნიკობა სანამდის უნდა გაგრძელდეს.მოხდა ისე,როგორადაც და რანაირადაც საქმეს სჭირდებოდა.პენალტი ვერ გაიტანა,კი არა იხვის ტოლმა.არ უნდა დასრულდეს ხალხის გაბოთავება?
+
17 სექტემბერი 2019 05:32
10
:) ვატყობ ტორპედოს გულშემატკივრები წერენ დიზლაიკებს ჩემს კომენტარზე.გაცნობებთ,რომ მეც თქვენსავით ქუთაისელი ვარ,მაგრამ პირველ რიგში მთლიანად ქართული ფეხბურთის დღევანდელი სავალალო მდგომარეობა და მისი მომავლის ბედ-იღბალი მაწუხებს და არა მხოლოდ ჩემი ქუთაისის ტორპედოსი!
+
17 სექტემბერი 2019 13:10
2
ასეთ კომენტარებზე დიზლაიკებს წერენ ფეხბურთთან დაკავშირებული პირები(თავიანთი სქმიანობით) ან ზოგი გამოუცდელი ფეხბურთის მოყვარული! შეცდომაში არავინ შეგიყვანოს საქართველო!
+
17 სექტემბერი 2019 10:20
4
კომენტატორები ქუჩააში იპოვნეს, თუ წინწკილადან ყავთ წამოყვანილი?
კ ო მ ბ ლ ე
17 სექტემბერი 2019 04:45
2
სუფთა სპორტული თვალსაზრისით, რამდენად გამართლებულია ასეთი უმაქნისი ლეგიონერის ყოლა გუნდში.სიზუსტეში ხომ საერთოდ მოიკოჭლებს,საგოლე სიტუაციის შეგრძნება ამ პიროვნებას არ გააჩნია! კარგი იქნება როლოვიჩს თუ გუნდის მენეჯმეტი დროულად მოიშორებს!არაფრითაა უკეთესი და გამორჩეული ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებზე.
givi
17 სექტემბერი 2019 03:32
3
მარგველაშვილს მართლა ფეხბურთელი გონია თავი
eke
16 სექტემბერი 2019 22:15
0
მადლობა ასათიანს ♥ ბათუმის დინამოს დიდად დაეხმარე
ზუზუ
16 სექტემბერი 2019 20:19
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული