
საქართველოს ნაკრებისა და "ტობოლის" ნახევარმცველი ჯაბა კანკავა ყაზახეთის 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
გამოცემა Sports.kz-მა "ოკჟეტპესთან" შეხვედრაში სწორედ ქართველი გამოარჩია და ასე დაახასიათა:
"კანკავა თამაშს ყველგან ასწრებდა, როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაშიც".

"ტობოლისა" და "ოკჟეტპესის" მატჩი ქართველების გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ნიკა კვეკვესკირი ტრავმირებულია და არ უთამაშია.
"ტობოლი" 26 მატჩის შემდეგ 55 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია.