თორნიკე ოქრიაშვილს ტრავმის გამო გარკვეული დროით უქმობა მოუწევს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტის "ანორთოსისის" ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა კლუბის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. სწორედ ეს იყო "ენოზისთან" მატჩის გამოტოვების მიზეზი.

როგორც კვიპროსული goal.philenews.com-ი წერს, თორნიკე ოქრიაშვილმა პარასკევს მიღებული ტრავმის შემდეგ სამედიცინო შემოწმება გაიარა და ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. თუმცა თორნიკე რამდენიმე დღე ვერ ივარჯიშებს და 22 სექტემბერს, "პაფოსთან" გასამართ შეხვედრასაც გამოტოვებს.

მომდევნო კვირას ქართველი ნახევარმცველი რეაბილიტაციას დაუთმობს. თავად თორნიკე ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედი აქვს, რომ მალე დაბრუნდება.

"პაფოსის" შემდეგ "ანორთოსისი" მომდევნო მატჩს 2 ოქტომბერს, "აპოლონის" წინააღმდეგ გამართავს და აღნიშნულ შეხედრაში,
დიდი ალბათობით, თორნიკე მონაწილეობას მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Daiwyo ukve! 1 tamashs itamashebs da mashinve biuletenze gadis?
Kika
17 სექტემბერი 2019 17:27
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული