რომან ფიფია: ლევან მჭედლიძესთან კაცური შეთანხმებაც გვაქვს

AutoSharing Option
დღეს, 20 სექტემბერს, თბილისის "დინამომ" ლევან მჭედლიძე ოფიციალურად წარადგინა. ტრანსფერის შესახებ პრესკონფერენციაზე კლუბის მფლობელმა რომან ფიფიამ ისაუბრა.

"დღეს სასიამოვნო სიახლე გვაქვს, ლევან მჭედლიძე "დინამოს" ფეხბურთელია. ძალიან მოხარული ვარ, გაცნობოთ ეს კარგი ამბავი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ფეხბურთელის თბილისის "დინამოში" გადმოსვლა. ეს ძალიან ბევრ რამეზე მიუთითებს.

ლევანს სურვილი აქვს, რომ "დინამო" ევროსარბიელზე გაიყვანოს და მას გაცილებით დიდი გეგმები აქვს.

ჩვენ კონტრაქტის მიღმა გვაქვს კაცური შეთანხმებაც, ყველაფერი კონტრაქტში არ იწერება. თუმცა არიან ფეხბურთელები, რომლებსაც კონტრაქტიც და შეთანხმებაც არ შველის.

ლევანთან გვაქვს ის შეთანხმება,
რომ ერთად წავალთ წინ. ლევანი ჩვენ გვიწყობს ხელს, ჩვენ ლევანს ვუწყობთ ხელს. როცა ორი ინტერესი ემთხვევა, გამოდის კარგი საქმე.

ჩვენი მიზანი დღეს არის ჩემპიონობა. რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს უძლიერესი. ხოლო ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ ნაბიჯმა დააფიქროს ზოგი ქართველი ფეხბურთელი, რომლის მიმართ გვექნება ინტერესი.

გვინდა ჩემპიონატი მოვიგოთ და შემდეგ გავიდეთ ჯგუფში. ჩვენ ეს ნავსი უნდა გავტეხოთ. ყველამ ნახა, რომ ჩვენ "ფეიენოორდს" დავამარცხებდით, მსაჯს რომ არ ემაიმუნა. ჩვენ მეტოქეებს მსაჯიანად უნდა მოვუგოთ", - თქვა ფიფიამ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
მეკარე, მარჯვენა მცველი, 2 ცენტრლური ნახევამრცველი, 2 ფლანგის შემტევი და იდეალური შემადგენლობა ეყოლება დინამოს. ლორია(პირობითად)-კობოური, მონხილი, მალი(პირობითად), ქიმაძე-პაპავა, ნინუა-შულაია, კუხიანიძე, კოხრეიძე(პირობითად)-მჭედლიძე. ასეთ გუნდს მართლა შეუძლია ჯგუფში შესვლა
პნდ
21 სექტემბერი 2019 14:43
2
ოოო რომანა ძია, შენ ხოარ გაჟრიალებს??? ვის დავამარცხებდიო,ფეინოორდსო?ამას მგონი თამაშზე საერთოდ არ უყურებია
რუსლანი
21 სექტემბერი 2019 03:51
2
მსაჯს აბრალებს და რამდენი ხანია არაფრის მომტანი ლეგიონერები რომ ჩამოყავს,იმაზე ხმას არ იღებს.
კახა ქ.
21 სექტემბერი 2019 03:21
1
აფერისტ!
emigranti
21 სექტემბერი 2019 03:09
0
მატყუარა კაცი.
georgian
21 სექტემბერი 2019 00:56
3
მე შემიძლია.
სანდრო ტოგონიძე.
ხილიანზე გაიკითხე.
Babu
22 ნოემბერი 2019 02:08
0
შეგიძლია ეს პირში უთხრა? თუ ამას გააკეთებ დაწერე კოორდინატები და იქ უთხარი პირისპირ
georgians
21 სექტემბერი 2019 15:10
1
ჭანტურია???
gocha
20 სექტემბერი 2019 21:02
1
ძალიან მკაცრადაც ნუ განსჯით ეს მისი პროფესიაა
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
20 სექტემბერი 2019 20:35
1
მინიმუმ ერთი კარგი მცველის და 4 ნახევარმცველის დამატება დაჭირდება საქართველოს ჩემპიონატიდან.
ddgfdf
20 სექტემბერი 2019 19:43
1
კაცური შეთანხმება კი არა, ჯენტლმენური შეთანხმება (გარიგება) ჰქვია მაგას
გულშემატკივარი
20 სექტემბერი 2019 18:04
7
კლავიატურის ვირტუოზება იმალებით ეკრანს უკან ხომ,,ნაც ბოკერიები მორჩა,ფიფია კაცურ საქმეებს აკეთებს ბევრს და პატარა თაგუნები მხოლოდ დისლაიქებით აწუხებენ,ახსნა არაფრის არ შეგიძლიათ იმიტომ რომ ერთი ადგილი არ გაქვთ,ასეთ ხალხს როგორიც ფიფიაა მადლობა ეკუთვნის იმდენ კარგ საქმეს აკეთებს ფეხბურთში,,
დისლაიქის დამწერებს
21 სექტემბერი 2019 22:12
2
კაცურ შეთანხმებას (გარიგებას) არაფერს არ ვუწუნებ და ჩემს კომენტარს რა თქმა უნდა პოლიტიკასთანაც არ აქვს რაიმე კავშირი. ბატონი ფიფია ჯენტლმენურ გარიგებას გულისხმობდა, რაც სამართლებრივი ტერმინია და ნიშნავს შეთანხმება/გარიგებას, რომელსაც შესასრულებლად სავალდებულო ძალა არ აქვს და მხოლოდ მხარეებს შორის განსაკუთრებულ ნდობაზეა დამოკიდებული
გულშემატკივარი
21 სექტემბერი 2019 10:51
0
ყველა გამოხმაურება
ბოლო ჭიქა აღარ დალიო ბატონო რომან!)))
ბათუმის ფანი
20 სექტემბერი 2019 17:55
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული