#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა. XXVIII ტური: "რუსთავმა" და "სიონმა" 3-3 ქულა მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
20 სექტემბერს ეროვნული ლიგის 28-ე ტურის 2 მატჩი გაიმართა.

"რუსთავმა" თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში პირველი გოლის ავტორი ბექა ქავთარაძე 50-ე წუთზე გახდა, ხოლო მეორე გოლი 74-ე წუთზე ლაშა ქოჩლაძემ შეაგდო. აღსანიშნავია, რომ 55-ე წუთზე "ლოკომოტივს" ირაკლი კომახიძე გაუძევეს.

"ლოკომოტივმა" ერთი გოლის გაქვითვა 81-ე წუთზე შეძლო, როცა დათო კირკიტაძე გამოირჩა.
ბოლნისის "სიონმა" კი შინ ქუთაისის "ტორპედოს" 2:0 სძლია. გოლები დიმიტრი ტატანაშვილმა (19) და ლევან ხმალაძემ (52) გაიტანეს.

Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ