ანანიძის გარეშე "სპარტაკი" ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა - ამჯერად ტაბიძის "უფასთან"

AutoSharing Option
ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკი" რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურში გასვლაზე 0:1 დამარცხდა ჯიმი ტაბიძის "უფასთან".

"სპარტაკმა" მიჯრით მეოთხე შეხვედრა წააგო და 14 ქულით ჯერჯერობით მე-7 ადგილზეა, ამდენივე ქულით და ბურთების უკეთესი შეფარდებით "უფა" მე-6 პოზიციაზეა.

რაც "სახალხო გუნდმა" ანდრე შურლე დაიმატა, ანანიძეს საერთოდ აღარ ათამაშებენ და ისევ სათადარიგო იყო, ხოლო ტაბიძემ შეუცვლელად იასპარეზა და ყვითელი ბარათი მიიღო.

აღსანიშნვია, რომ "უფას" "სპარტაკის" კარში ბურთი საერთოდ არ დაურტყამს და გამარჯვება რასკაზოვის ავტოგოლით მოიპოვა.

"სპარტაკმა" ზედიზედ მეათე შეხვედრაში ვერ მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
ავტოგოლი გიორგობიანის ფლანგიდან მწვავე ჩაწოდებას მოჰყვა.ალბათ ღირს ამ ბიჭზე ყურადღბის მიქცევა.
სოსო
01:04 21-09-2019
0
Tom - მერე ის, რომ ბოლო წლებში სპარტაკის ყველაზე წარმატებული სეზონი (ანუ როცა ჩემპიონები გახდნენ), იყო ის წელი, როცა ჯანოს ყველაზე მეტი დრო ეძლეოდა.
წელს, ამ მწვრთნელის პირობებში ჯანო მართლაც ღრმა სათადარიგო გახდა, ასეთი უმნიშვნელო როლი ამ გუნდში არასდროს ჰქონია, ყოველთვის ასე თუ ისე, როტაციის ფეხბურთელად ითვლებოდა.
ძალიან კარგი, სპარტაკს სულ წაგებებს ვუსურვებ.
ისე, თავის მხრივ, არც ჯანო იმსახურებს წარმატებებს თავისი ქცევის გამო.
Burton
02:11 21-09-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული