დავით ხოჭოლავამ ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო

AutoSharing Option
"შახტარის" მცველმა დავით ხოჭოლავამ ტრავმა მოირჩინა და თანაგუნდელ ანდრეი ტოტოვიცკისთან ერთად ინდივიდუალურად ვარჯიში დაიწყო, - იუწყება დონბასური კლუბის საიტი.

ხოჭოლავამ პირველ სექტემბერს "შახტარის" ვარჯიშზე მხარი ამოიგდო, მას შემდეგ არ უთამაშია და
ფიზიოთერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშს შეუდგა.

"შახტარი" 22 სექტემბერს, უკრაინის ჩემპიონატის მორიგ ტურში ჩერნიგოვში "დესნას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები დავითს და მალე ძირითადში დაბრუნება
irakli
09:35 21-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული