22 სექტემბერს, ბელგიის ჩემპიონატის მე-8 ტურში "ზულტე-ვარეგემისა" და "გენტის" მატჩი 2:2 დასრულდა.
მასპინძელთა გუნდის სასტარტოში იყო ნახევარმცველი ლუკა ზარანდია, რომლის პასით მე-12 წუთზე სენეგალელმა სეკმა ულამაზესი დარტყმით ანგარიში გახსნა.
ზარანდია 70-ე წუთზე შეცვალეს. მან პირველობის რვავე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გოლი კი ჯერ არ გაუტანია, თუმცა 2 საგოლე გადაცემა მიითვალა და პენალტიც მოინადირა.
რაც შეეხება "გენტს", გიორგი ქვილითაია ამჯერად განაცხადშიც არ იყო.
ვარეგემი. "რეგენბოოკშტადიონი"
ზულტე-ვარეგემი" - გენტი 2:2
გოლები: 1:0 სეკი (12), 1:1 იარემჩუკი (34, პენ), 2:1 ლარინი (69), 2:2 იარემჩუკი (76)
გაძევება: ოჯიდა-ოფოე (83, გენტი)