თორნიკე ოქრიაშვილის ლამაზი პასი კვიპროსის ჩემპიონატში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტის "ანორთოსისის" ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა კვიპროსის ჩემპიონატის მე-3 ტურში "პაფოსის" წინააღმდეგ მოგებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და პირველ ტაიმში თავი ლამაზი გადაცემით დაამახსოვრა ტრიბუნაზე შეკრებილ მაყურებელს.

თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილმა "ანორთოსისმა" "პაფოსი" მშრალი ანგარიშით დაამარცხა - 2:0. მატჩში მონაწილეობა 3-მა ქართველმა მიიღო. თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ლორია ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო მურთაზ დაუშვილი მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა ოქრიაშვილის ნაცვლად. ნიკა კაჭარავა მატჩის ბოლომდე სათადარიგოთა შორის იყო.

"ანორთოსისისთვის" ეს 3 ჩატარებულ შეხვედრაში მეორე გამარჯვება იყო და ქართველების გუნდი კვიპროსის
ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ასეთი პასები კაჭარავასგანაც გვინახავს....და მერე რა? რომელი ბრწყინავს.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
12:57 24-09-2019
0
რა დხეში ვართ? პასიც რომ გვიხარია.....

geno
09:00 24-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული