დანიის ჩემპიონატში ისევ გამოიჩინა თავი საბა ლობჟანიძემ.
23 სექტემბერს, ლობჟანიძის "რანდერსმა" მე-10 ტურში საკუთარ მოედანზე 2:1 სძლია "ჰორსენსს", ერთი გოლი კი ჩვენებურმა გაიტანა.
24 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე პირველობის 10 მატჩში 5 გოლი გაიტანა და აშკარაა, უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს და საჭიროებს.
"რანდერსი" 14 ქულით მე-6 ადგილზეა და 29 სექტემბერს სტუმრად "ოლბორგს" შეხვდება.
რანდერსი. "ცეფეი პარკი". 3 379 მაყურებელი
რანდერსი - ჰორსენსი 2:1
გოლები: 0:1 ლუდვიგი (12), 1:1 ლობჟანიძე (22), 2:1 ოკოსუნი (25, საკ. კარში)
გაძევება: პოლი (88, ჰორსენსი)