24 სექტემბერს გიორგი არაბიძემ "ადანასპორში" პირველი გოლი საჯარიმოდან გაიტანა.
თურქეთის თასზე მე-3 ლიგის "ფეტიესპორთან" (რანგით მე-4 დივიზიონია) საშინაო მატჩში მწვრთნელმა არაბიძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა და თავიც გამოიჩინა.
ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. 92-ე წუთზე ადანელები დაწინაურდნენ, ხოლო 118-ე წუთზე არაბიძემაც დალაშქრა მეტოქის კარი - 3:1 და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
რაც შეეხება ჩემპიონატს, "ადანასპორი" პირველ ლიგაში 5 ტურის შემდეგ 5 ქულით მე-13 ადგილზეა და 28 სექტემბერს "ალტაის" უმასპინძლებს.