ქართველების "რუბინი" ისევ დამარცხდა - ანანიძის მწვრთნელს კოსტიუმის გახდა მოსთხოვეს

AutoSharing Option
რუსეთის თასის 1/16-ფინალურ მატჩებში ქართველმა ლეგიონერებმაც მიიღეს მონაწილეობა.

"რუბინმა" მოსკოვის ოლქის "ხიმკისთან" სტუმრად 0:3 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა. ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში დააყენეს და 50-ე წუთზე შეცვალეს, ბექა მიქელთაძე სათადარიგო იყო, ხოლო ზურიკო დავითაშვილი განაცხადში არ გახლდათ. ყაზანურმა გუნდმა სეზონის კარგი სტარტის შემდეგ ზედიზედ 5 შეხვედრაში იწვნია მარცხი (საერთო ანგარიში 2:15).

"სპარტაკმა" მიჯრით მეოთხე წაგების შემდეგ ნაბერეჟნიე ჩელნიში 2:1 მოუგო "კამაზს". თუმცა გულშემატკივრები მაინც უკმაყოფილოები დარჩნენ - ისინი მწვრთნელ ოლეგ კონონოვს კოსტიუმის გახდას და სამუშაოდ "კამაზის" ავტოქარხანაში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. "სახალხო გუნდის"
ნახევარმცველი ჯანო ანანიძე 90-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

"უფამ" გასვლაზე 1:0 სძლია "ჩაიკას". გამარჯვებულ გუნდში ჯიმი ტაბიძე სათადარიგო იყო.

"არსენალმა" ვორონეჟში 2:1 დაამარცხა "ფაკელი". ტულელთა მწვრთნელმა გია გრიგალავას დასვენების საშუალება მისცა და განაცხადში არ შეიყვანა.

"ლოკომოტივის" მწვრთნელმა იური სიომინმა კალინინგრადში "ბალტიკას" დუბლები დაუპირისპირა და ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ათამაშა საბა კვირკველია. მეორე ტაიმი ახლახან დაიწყო და "ლოკო" 1:0-ს იგებს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
რუბინის ქართველონაზე საუბრისას ნუ დაივიწყებთ რომ ყიფიანიც ქართული გვარია და თანაც როგორი!
!!!!!
00:14 26-09-2019
10
როდის გადადის ბაიერნში ეს კვარაცხელია,ცოტა დააჩქარონ არ შეიძლება?
ეკე
00:04 27-09-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული