ეროვნული ლიგა. XXIX ტური: "სიონმა" თბილისის "დინამოს" ფრე გაუგორა და ბათუმელებს საჩუქარი გაუკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 სექტემბერს, ეროვნული ლიგის 29-ე ტურში თბილისის "დინამოსა" და "სიონის" მატჩი მოულოდნელად 1:1 დასრულდა.

მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შეუტიეს, ანგარიში კი 32-ე წუთზე ლამაზი გოლით გახსნეს - ნაკუთხურალი ბურთი კაპლიენკომ თავით კუხიანიძეს უპასა და მან თავურით დალაშქრა გოშაძის კარი.

მეორე ტაიმში "დინამომ" აქცენტი ანგარიშის შენარჩუნებაზე გააკეთა და დაისაჯა. კომპენსირებულ დროში ლაინსმენის მითითებით მსაჯმა ქავთარაძე გააძევა, ხოლო ცოტა ხანში ვეტერანმა ხმალაძემ საპასუხო გოლი გაიტანა.

ქულების დაკარგვით თბილისის "დინამომ" ერთპიროვნულად გალიდერების შესაძლებლობა დაკარგა და ბათუმის "დინამოს" დარად 58 ქულა აქვს, "სიონი" კი
31 ქულით მეცხრე ადგილზეა.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - სიონი 1:1
გოლები: 1:0 გიორგი კუხიანიძე (32), 1:1 ლევან ხმალაძე (90+2)
გაძევება: ნოდარ ქავთარაძე (90+1)

დინამო (თბ) (4-2-3-1): ხოსე პერალესი, ვიქტორ მონხილი, გიორგი ქიმაძე, ნოდარ იაშვილი, ოლეკსანდრ კაპლიენკო, გიორგი კუხიანიძე (მიხაილო შიშკა 77), არფანგ დაფე (აკაკი შულაია 61), გიორგი პაპავა, ნიკა ნინუა (კ), ნოდარ ქავთარაძე, ლევან კუტალია (კვამე კარიკარი 84)

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე

სიონი (3-5-2): ოთო გოშაძე, რომან ჩაჩუა, ზურაბ ჯაფიაშვილი, ნიკოლოზ აფაქიძე (გიორგი უგრეხელიძე 83), თორნიკე თარხნიშვილი, ლევან ხმალაძე (კ), კახა კახაბრიშვილი (გულვერდ თომაშვილი 69), დავით თარგამაძე, ბექა გვარაძე (სანდრო შინჯიკაშვილი 87), გიორგი ივანიშვილი, დიმიტრი ტატანაშვილი

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
ასეთი დოყლაპია ჩემპიონი საქართველოსს არ უნდა აწყობდეს! წარმატებას ვუსურვებ ბათუმის დინამოს!
givi
05:56 29-09-2019
0
ramdeni xalxi escreba dinamos tamachebs, raambavia, anchlagia.
KUTAISELI
23:02 28-09-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული