This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
დანიაში კვლავ გამოიჩინა თავი ქართველმა შემტევმა საბა ლობჟანიძემ.
29 ოქტომბერს მისმა "რანდერსმა", ჩემპიონატის მე-11 ტურში, გასვლაზე ადვილად სძლია "ოლბორგს" - 3:0, თავად კი 76-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში 0:2 გახადა.
ეს პირველობაზე საბას მეექვსე გოლია. მან სამიოდე დღის წინ, თასზე სტუმრად "როსკიდესთან" მოგებულ შეხვედრაში (2:1) ბურთი კუთხურიდან მოწინააღმდეგის კარში ჩაახვია.
"რანდერსი" 17 ქულით მე-4 ადგილზეა და 6 ოქტომბერს "ორჰუსს" უმასპინძლებს.