ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ საქართველოს ქალთა ლიგის 2019 წლის გამარჯვებულია.

ქალთა ლიგის გათამაშების ბოლო ტურში ლანჩხუთელებმა გათამაშების დებიუტანტი „ზარზმა“ 3:0 დაამარცხეს და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. გურულებმა 51 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში ამავე რაოდენობის ქულების მქონე „ნიკეს“, რომელიც მთელი ჩემპიონატი ლიდერობდა გათამაშებას, მხოლოდ ურთიერთშეხვედრებში „მეტი გოლის“ წყალობით გადაასწრეს.

ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში ლანჩხუთელთაგან 2 გოლი ხატია ჭყონიამ გაიტანა. სეზონის ბოლო გოლი კი გურულთაგან თამრიკო სალუქვაძის ანგარიშზეა, რომელიც საბოლოოდ 32 გოლით 2019 წლის ქალთა ლიგის ბომბარდირი გახდა.

2019 წლის სეზონზე „ლანჩხუთმა“ ქვეყნის თასის და ჩემპიონობის მოგება მოახერხა, 2020-21 წლების სეზონზე კი კლუბმა უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ჯგუფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ქალთა ლიგის 2019 წლის ბოლო ტურში „ნიკემ“ თბილისში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ხობის „კოლხეთი“ 4:1 დაამარცხა. გორში საქართველოს 2-გზის ჩემპიონმა „მართვემ“ 2:4 დაამარცხა „გორი იუნაიტედი“. ხაშურის „ივერიამ“ 5:1 დაამარცხა ბათუმის „დინამო“. ჩხოროწყუში კი „ნორჩმა დინამომ“ 10:1 სძლია ადგილობრივ „სამეგრელოს“.

მიუხედავად იმისა, რომ ქალთა ლიგა დასრულდა, 2019 წლის საფეხბურთო სეზონზე ქალ ფეხბურთელებს სანაკრებო თამაშები ელით და უახლოესი 8 ოქტომბერს, საქართველოსა და დანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის, თბილისში გაიმართება.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს
პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება
ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ის, რაც "კვარამ" ფინალში გააკეთა, უმნიშვნელოა", - მბაპეს მამა
"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
გურულმა მედალი გაინაღდა - ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ფინეთი გერმანიას შეხვდება
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"ლანჩხუთი" სამი ტურით ადრე გახდა ჩემპიონი
ბრაზილიელი და ამერიკელი ქალი ფეხბურთელები "ლანჩხუთში" - ახალწვეულები ახლო ხედით [PHOTOS]
თეა წულუკიანი "ლანჩხუთს" შეხვდა და მხარდაჭერა აღუთქვა
"ლანჩხუთი" აზერბაიჯანელით გაძლიერდა და ჩემპიონთა ლიგაზე უკრაინელებს შეხვდება
საქართველოს ნაკრების მცველი "სივასპორში" ითამაშებს
ქალთა ლიგის ცენტრალური მატჩი ჩაიშალა - მოქმედი ჩემპიონი "ლანჩხუთის" კამერებმა გააბრაზა