მიკ მაკარტი: თბილისშიც უნდა გავიმარჯვოთ და ჟენევაშიც - ამის საფუძველი მაქვს

AutoSharing Option
ირლანდიის ნაკრების მწვრთნელმა მიკ მაკარტიმ საქართველოსა და შვეიცარიის ეროვნულ გუნდებთან ევროშესარჩევის მატჩებისთვის 24-კაციანი განაცხადი გამოაცხადა და, ცოტა არ იყოს და, ხმამაღალი განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, თბილისშიც უნდა მოიგონ, ჟენევაშიც და სახლში 6 ქულით ხელდამშვენებულნი დაბრუნდნენ. "სამყურათა" თავკაცის ეგზომ ოპტიმისტური განწყობის საფუძველი კი გასულ უქმეებზე მისი ფეხბურთელების კარგი თამაშია.

აი, რა განაცხადა მან საქართველოში გამომგზავრების წინ:

"რიჩარდ კეოს ამბავმა დამამწუხრა, მუხლზე 2 ოპერაციის გაკეთება მოუწევს და 15 თვე გაუცდება. ის ძლიერი პიროვნებაა. დავურეკე და მხარდაჭერა გამოვუცხადე. ტრავმების გამო ვერც შეინ დაფი და
ვერც დევიდ მაკდოლდრიკი ვერ დაგვეხმარებიან.

ორივე შეხვედრა უნდა მოვიგოთ. ამის იმედს გასულ უქმეებზე ჩვენი ბიჭების შედეგიანი თამაში მაძლევს. ჯეიმს კოლინზმა ბულგარელებს გაუტანა და კარგ ფორმაშია (10 სექტემბერს დუბლინში 3:1 მოუგეს). ჩემპიონატზეც გამოიჩინა ბოლო ტურში თავი და ჩემგან შანსი დაიმსახურა. შონ მაგუიარზეც იმავეს ვიტყვი. საერთოდ, შეტევაში მდიდარი არჩევანი მაქვს. თავდამსხმელებმა თავიანთ კლუბებში თავი გამოიჩინეს, რაც მახარებს. 19 წლის აარონ კონოლიც კარგად თამაშობს, მაგრამ ამ ეტაპზე უკეთესია, თუ ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარება".

მეკარეები: დარენ რენდოლფი (მიდლსბრო), მარკ ტრავერსი (ბორნმუთი), კირან ო'ჰარა (ბარტონი)

მცველები: სიმუს კოულმენი (ევერტონი), მეტ დოჰერტი (ვულვერჰემპტონი), კევინ ლონგი (ბარნლი), ჯონ ეგანი (შეფილდ იუნაიტედი), დარა ლენიჰანი (ბლექბერნი), გრეგ კანინგემი (ბლექბერნი), ენდა სტივენსი (შეფილდ იუნაიტედი)

ნახევარმცველები: ალან ბრაუნი (პრესტონი), ჯოშ კალენი (ჩარლტონი), გლენ უილანი (ჰართსი), კონორ ჰურიჰანი (ასტონ ვილა), ჯეიმს მაკლინი (სტოკი), რონან კერტისი (პორტსმუთი), ჯეფ ჰენდრიკი (ბარნლი), კალუმ ო'დოვა (ბრისტოლი), ჯეკ ბირნი (შემროკ როვერსი)

თავდამსხმელები: ჯეიმს კოლინზი (ლუთონი), შონ მაგუაირი (პრესტონი), კალუმ რობინსონი (შეფილდ იუნაიტედი), ალან ჯაჯი (იფსვიჩი), სკოტ ჰოგანი (სტოკი)

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
მე მახსოვს, რას უკეთებდა ხოლმე ,,დინამო'' ირლანდიურ გუნდებს... აქაც და თავიანთ სახლშიც... როგორ ,,გაბლატავდნენ''.... მე მივდივარ სტადიონზე და მაგათი მწვრთნელის სახე უნდა ვნახო თამაშის შემდეგ....
გიორგი48
13:00 02-10-2019
1
ორი ძირითადი ცენტრალური მცველი არ ეყოლებათ, რომელთაგან ერთმა თბილისში ადრე გოლი გაგვიტანა და ორივე მათგანი თითქმის ყველა საჰაერო ორთაბრძოლას გვიგებდნენ, მათი დანაკლისი საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ. ირლანდი საზიზღარ ფეხბურთს თამაშობს და დრო მოვიდა რომ თავისი ადგილი მივუჩინოთ
გულშემატკივარი
12:18 02-10-2019
1

სიახლეები პოპულარული