დანიური "რანდერსისა" და საქართველოს ნაკრების შემტევი საბა ლობჟანიძე დანიის სუპერლიგის სექტემბრის თვის 3 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა და რჩეულის სტატუსისათვის "ოლბორგისა" და "ორჰუსის" ფეხბურთელები ეჯიბრებიან.
"რანდერსმა" სექტემბერში შთამბეჭდავად ითამაშა, 4 გამართული შეხვედრიდან 4-ვე მოიგო. გოლთა ბალანსი 10-1-ზე ჰქონდა და ამ 10 გოლიდან 4 საბას ანგარიშზე გახლდათ. 4 შეხვედრაში გატანილი 4 გოლი ძალიან კარგი შედეგია.
ლობჟანიძეს დანიის სუპერლიგაში წელს ჩატარებულ 11 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა სიის სათავეში მყოფ პოლონელ ვილშეკს 2 შედეგიანი დარტყმით ჩამორჩება. ქართველი გარემარბი ვლადიმი ვაისმა ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა ირლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებ გუნდებთან სათამაშოდ.