დავითაშვილმა პირველად გაიტანა - "რუბინმა" როგორც იქნა გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 ოქტომბერს, რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში ქართველების "რუბინმა" სახლში 2:1 მოუგო "ტამბოვს".

"რუბინმა" ყველა ტურნირზე ექვსმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ იმარჯვა, 14 ქულით მე-10 ადგილზეა და 19 სექტემბერს მოსკოვში "სპარტაკს" შეხვდება.

ყაზანურ გუნდში ჩემპიონატზე ჩატარებულ მე-9 მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა ზურიკო დავითაშვილმა, რომელიც 73-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ შეცვალა.

დავითაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

"რუბინის" კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ბექა მიქელთაძე სათადარიგო იყო.

სტუმართაგან გოლი "სპარტაკიდან" განათხოვრებულმა გიორგი მელქაძემ გაიტანა, მისი გუნდის კარს კი გიორგი შელია იცავდა - ორივე რუსეთის მოქალაქეა.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 11 /
ნუ ქმნით გადამეტებულ მოლოდინებს. გარდა ამისა პირველი ნაკრებიდან კი არ უნდა დავიწყოთ ფეხბურთი, არამედ 19 წლიანებიდან. დაე მანდ და 21 ანებში გამოიჩინონ თავი. პირველ ნაკრებში ეხლა გინდა ყოფილან გინდ არა.
martlaaa
13:16 06-10-2019
1
ყოჩაღ მაგრად ითამაშა, მის მაგივრად შესულმა კვარაცხელიამაც კარგად გაამწვავა თამაში და ერთ მომენტში რომ გამართლებოდა ულამაზეს გოლს იტანდა რამდენიმე მცველი მოატყუა და ვერ გაიტანა!! ჯერ კიდევ ბევრი აქვთ წინ რომ მოუმატონ ამ ბიჭებმა, ეხლა მთავარია ბევრი მუშაობა საკუთარ თავზე!! როგორც ვიცი 19 წლამდელებს ემატებიან რომ ელიტრაუნდში გავიდნენ, 2001 ერთიანები არიან!
Zaza
23:27 05-10-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული