სიომინი: კვირკველიას ტრავმა აღარ აქვს, კონდიციების აღდგენა სჭირდება; ახლა ნაკრებში ითამაშებს და...

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, თუ რატომ არ ითამაშა საბა კვირკველიამ განვლილ ტურში ტულის "არსენალის" წინააღმდეგ.

"რატომ არ გამოვიდა მოედანზე კვირკველია? საბას კიდევ ცოტა დრო სჭირდება. ახლა ის საქართველოს ნაკრებში ითამაშებს, მას პრაქტიკა სჭირდება. "არსენალთან" შეხვედრაში არ გავრისკეთ, მხოლოდ თასზე ჰქონდა ერთი თამაში ჩატარებული. საბედნიეროდ, ტრავმა აღარ აქვს, მხოლოდ კონდიციების აღდგენა სჭირდება", - გადმოსცემს რუსი სპეციალისტის სიტყვებს sport.ru.

საბამ რუსეთის პრემიერლიგაში ბოლოს 26 მაისს "უფასთან" ითამაშა. მას შემდეგ ტრავმა აწუხებდა და მოედანს რუსეთის თასზე
"ბალტიკასთან" შეხვედრაში დაუბრუნდა. ის ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში გამოიძახა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ტულის არსენალთან ვერ გარისკე და ირლანდიის ნაკრენთან თამაში გინდა ნახო?
Geo_Dinamo
17:12 07-10-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული