U15. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეექვსე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/georgianaquaticsportsnationalfederation/

საქართველოს 15 წლამდე წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე V-VI ადგილისთვის შეხვედრაში სერბეთის გუნდთან დამარცხდა (3:12) და მე-6 ადგილზე გავიდა. ამ შედეგით კი ახალგაზრდა ქართველმა წყალბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

საქართველოს 15 წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ძალიან კარგად ითამაშა. პირველ შეხვედრაში ფრედ ითამაშა რუსეთის ნაკრებთან - 9:9, მეორე მატჩში ჰოლანდიის გუნდს მოუგო - 14:11. ხოლო, ჯგუფის მესამე თამაშში აღნიშნული შეჯიბრების ბრინჯაოსმედალოსან იტალიასთან დამარცხდა - 8:12.

პლეი-ოფის სტადიაზე 1/8-ფინალში ქართველებმა სლოვაკეთს სძლიეს - 12:8. მეოთხედფინალში ძალიან ძლიერ საბერძნეთის ნაკრებთან
თანაბრად ითამაშეს, თუმცა დასვენებულ ბერძნებთან (1 დღით მეტი თავისუფალი დღე ჰქონდათ) ბოლოს გატყდნენ და დამარცხდნენ - 10:12.

V-VIII ადგილებისთვის პირველ შეხვედრაში ხორვატიის ნაკრებთან ნამდვილი ბრძოლა გადაიტანეს. ფრედ დასრულებული (7:7) შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ჩაგელიშვილმა 2 პენალტის მოგერიება შეძლო და საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის 6-ეულში ადგილი გაუნაღდა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოლო თამაშის გარდა,ბიჭებმა ყველა შეხვედრაში ბოლომდე იბრძოლეს და პროგრამა მაქსიმუმი კი არა,საოცნებო შედეგს მიაღწიეს.იმედია დიდ ნაკრებსაც არა აქვს შორს ის დღე,როცადიდების ნაკრებიც შესძლებს მსოფლიო ჩემპიონატზე საგზურის მოპოვებას.
სოსო
29 ივლისი 2019 17:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული