ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: კაპანაძის ვერცხლით დავიწყეთ

AutoSharing Option
9 აგვისტოს, ჩილეში დაწყებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ვერცხლის მედლით დაიწყო.

ტურნირის პირველ დღეს ჩვენმა ერთადერთმა მონაწილე ლუკა კაპანაძემ 55 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალამდე 4 შეხვედრა მოიგო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი თურქ მეტოქესთან წააგო და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.

კაპანაძე პირველ წრეში ისვენებდა, მერე კი იოლად დააიპონა დომინიკელი ანფერნი პეპინი. ეს არავის გაჰკვირვებია, მაგრამ მომდევნო ორ პაექრობაში კი ჩვენებურმა გასაოცარი გამარჯვებებით გაგვანებივრა: ჯერ იყო და, ბერლინის ტურნირის მომგები ყაზახი იერმეკ ამანგელდი გააგორა იპონით, მერე კი მართლაც შესაშური გამძლეობისა და მონდომების
ხარჯზე იაპონელი ჰიტოიოში სუმი დაამარცხა ვაზარით. ლუკამ ნახევარფინალში რუსთა ევროპის მესამეპრიზიორ არბეკ ნაგუჩევს აჯობა, ფინალში კი თურქ მიჰრაკ აკუსთან წააგო.

დღეს ტურნირში იჭიდავებენ
დღეს სანტიაგოში 60-66-კილოგრამიანი ვაჟები და 48-52-იანი გოგონები იასპარეზებენ, ჩვენ კი ერთბაშად სამი ფალავანი გვეყოლება და ერთ-ერთი ისევ კაპანაძეა - გიორგი კაპანაძე 60 კილოგრამში.

გოგონებში ჩვენი პირველი მონაწილეც - ეკატერინე ტატუნაშვილი (52) - დღეს ჩაებმება ჩემპიონატში და დღესვე იასპარეზებს ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი მიხეილ ბახბახაშვილი (66).
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა ტქმა უნდა ცარმატებას უსურვებ ლუკას, მარა ერტი და იგივე კაცტან ერტი ტვის მაზილზე ცაგება ,,ორჯერ სჰეხვდა,,ტანაც ტურქტან მე მგონი დაპიქრება მარტებს მცვრტნელებს,როდის იკო ტურქს ,,კიმანო ეცვაა,,სერიოზული დაპიქრებაა გვცჰირდება.
judo
12:23 10-08-2017
0
წარმატებები გისურვებთ
tatia
11:16 10-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული