10 აგვისტოს სანტიაგოში ისეთი ამბები დაგვატყდა თავს, სანუგეშო წრეში გასვლაც სანატრელი გაგვიხდა. არადა, ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფით მომგები მიხეილ ბახბახაშვილი (66) ჭიდაობდა და უიმედოდ არც გიორგი კაპანაძე (60) იყო.
კაპანაძე პირველივე წრეში ვაზარ-იპონით დამარცხდა უკრაინელთა ევროპის მედალოსან ვადიმ ჩერნოვთან, ბახბახაშვილმა კი ერთი წრე გაიარა - ამ სეზონში
გუშინვე იჭიდავა ჩვენმა პირველმა გოგონამ, მაგრამ ისიც პირველივე წრიდან გამოვარდა - ეკატერინე ტატუნაშვილი (52) ბრაზილიელ ნიკოლე ფრანზოისთან წმინდად დამარცხდა.
დღეს და ხვალ მსოფლიოს ჩემპიონატზე ისევ პირად პირველობაში გაგრძელდება შეჯიბრებები. ჩვენგან დღეს ბიჭებში ევროპის კიდევ ერთი ჩემპიონი ლაშა ბექაური (73), გოჩა ღვაჩლიანი და ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს მედალოსანი ვლადიმერ ახალკაცი (ორივე - 81), გოგონებში კი ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული მარიამ ჭანტურია (63) იჭიდავებენ.
ხვალ ჩვენგან ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული და ევროპის ფინალისტი მიხეილ ბექაური (90), ამ ორივე ტურნირის ჩემპიონი სოფიო სომხიშვილი (+70) და მესამე პრიზიორი ლევან ჭელიძე (+90) იჭიდავებენ, ზეგ კი გუნდური შეჯიბრებაა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"