66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ევროპის ქართველი ჩემპიონი პირველ წრეში ისვენებდა. მეორე და მესამე წრე ვაჟამ იოლად დაძლია - იორდანიელ ბილალ აიალსალმანს გაფრთხილებებით მოუგო, სამხრეთაფრიკელი სიაბულელა მაბულუ კი შებოჭა.
1/8-ფინალში მარგველაშვილის მეტოქე ამერიკელი რაიან ვარგასი იქნება. გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ნახვა ამ ბმულზე შეუძლია.
ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა პირად-გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლები დღეს, 29 აგვისტოს, ვაჟთა შორის 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში გათამაშდება, გოგონებში კი - 52 კგ-ში.