ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველოს პირველი მედალი მარგველაშვილმა მოუტანა

AutoSharing Option
საქართველომ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა. ეს 66 კილომდე წონაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა გაკეთა, რომელმაც მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში კორეელი ლიმვან კიმი დაამარცხა.

მარგველაშვილი ერთი ვაზარით მარცხდებოდა, მაგრამ როდესაც ორთაბრძოლის დასრულებამდე წუთზე ნაკლები იყო დარჩენილი, მან მეტოქე შებოჭა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე თავისი პირველი მედალი მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ვულოცავ ვაჟას!!! დიდი მადლობა!!! თუმცა ოდნავ უკეთესი რეფერის ხელში ჩემპიონი იქნებოდა!!! ის გდება ვაზარი იყო...
tngh
29 აგვისტო 2017 20:45
3
კორეელს რომ ვაზარი მისცეს, ეგ უფრო ნაღდი იყო თუ ვაჟამ რომ იაპონელთან აიღო? ძიუდოს სპეციალისტებო! გამაგებინეთ რატომ გააუქმეს მისი ვაზარი? აღარ იჩქარებდა მერე და საჩქარო იაპონელს ექნებოდა, ასე მგონია რომ ვაჟასთან ბოლო წამებზე ვაღარ გააკეთებდა ვერაფერს, ვინც უყურეთ ამ ჭიდაობებს, გამომეხმაურეთ რა?
G E L A
29 აგვისტო 2017 20:29
4
სამი წლის წინ ვამბობდი რომ ეს ბიჭი ცოტა გამოცდილებას და სტაბილურობას რომ აიღებდა, ნაკრებში აშკარა ლიდერი უნდა ყოფილიყო და ფაქტია აქეთ მიდის საქმე. ამ კაცს რომ ილეთების არსენალი აქვს ისეთი შეიძლება მეორე არ გვყავდეს ნაკრებში. ერთი სიამოვნებაა ამის ჭიდაობის ყურება, რამხელა სისწრაფეში აკეთებს ამ ილეთებს, განსაკუთრებით შეკვრები აქვს საოცარი, ვინმეს თუ შეეკრა ფაქტიურად გადაჩეხილი ყავს ათიდან ცხრა შემთხვევაში. ვულოცავ და მთავარია გააგრძელოს შრომა, წინ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვებები ელოდება. აბეს რაც შეეხება, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და არ იყო ეს ვაზარი, ალბათ ორი სანტიმეტრი დააკლდა და დაადებინებდა მხარს, თუმცა არ დაუდია ფაქტია. არ იყო ეს გდება შესაფასებელი და სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას.
fraternity
30 აგვისტო 2017 10:59
0
იაპონელთან იმიტომ გააუქმეს რომ დაცემისას გვერდით არ შეხებია იაპონელი ტატამის
მიშა
29 აგვისტო 2017 22:01
1
ფაქტია- მწვრთნელობამ უნდა შეცვალოს ვარჯიშის მიდგომა და იაპონელების მოგებაზე მოახდინონ კონცენრაცია...ფიზიკურად,ფსიქოლოგიურად,ტაქტიკურად და უ ნ დ ა დადოთ იაპონელები ბეჭებზე,უნდა ჩ ა ა ბ ა რ ო ნ წარსულს იაპონელთა უპირატესობა,ამის პ ო ტ ე ნ ც ი ა აშკარად აქვს ქართველობას!
glaxuna
29 აგვისტო 2017 20:26
1
ვულოცავ ვაჟას თუმცა თავისუფლად შეეძლო ფინალში ყოფილიყო. ვფიქრობ რომ იჩქარა. შეიძლება მწვრთნელის ბრალიცაა
koki
29 აგვისტო 2017 19:54
2
ვაჟა ფინალში ვერ იქნებოდა, იმიტომ, რომ სადღეისოდ აბე უძლიერესია და ეს ყველაფრით დაამტკიცა. მაინც ყოჩაღ და დიდი მადლობა ვაჟას, რომ ბოლომდე იბრძოლა (მათ შორის, აბესთანაც) და მედლის შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა. თან 2 კორეელი დაამარცხა, მათ შორის, 1 მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ანი.
ენლილ
29 აგვისტო 2017 20:08
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული