საქართველოს ნაკრებიდან დღეს ოთხი ძიუდოისტი იასპარეზებს: ვალერი ლიპარტელიანი (-100), გურამ თუშიშვილი, ადამ ოქრუაშვილი (ორივე +100) და ელენე ქებაძე (+76).
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 სთ-ზე დაიწყება. ფინალური ბლოკი - 18:00 სთ-ზე. გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეუძლია.
ევროპის სამგზის გამარჯვებულს, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ფინალისტ ლიპარტელიანს ჯგუფში ორი გამორჩეული მეტოქე ჰყავს -
მძიმე წონაში ევროპის ჩემპიონ თუშიშვილს ნახევარფინალში "დაუჯდა" განუთესავი ფრანგი, მრისხანე ტედი რინერი. ეს კარგიცაა იმ ფონზე, რომ უფრო ადრეულ ეტაპზე არ შეხვდა, თუმცა მეოთხედფინალში იაპონელი ტაკეში ოჯიტანია სავარაუდო კონკურენტთა შორის. მანამდე ჩვენებურის გზაზე კორეელი სუმგმინ კიმი და ევროპის ჰოლანდიელი პრიზიორი როი მეიერიც ჩანან, თუმცა მთავარი ის ორია.
სამაგიეროდ, ბევრად იოლი ბადე ერგო ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორ ადამ ოქრუაშვილს - მეოთხედფინალამდე გამოსარჩევი უნგრელი ბარნა ბორი და უკრაინელი სტანისლავ ბონდარენკოღა არიან, აი, ნახევარფინალში კი იაპონელთა ოლიმპიადის ფინალისტი ჰისაიოში ჰარასავა მოდის. ბრაზილიელი დავიდ მოურაც იმავე ეტაპზე თუ შეხვდება.
ელენე ქებაძე გამოსვლას გერმანელ ევროპის ვიცე-ჩემპიონ იასმინ კულბსთან შეხვედრით დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ბუდაპეშტში მოპოვებული ორი ბრინჯაოს მედალია. პრიზიორები ვაჟა მარგველაშვილი (-66) და უშანგი მარგიანი (-90) გახდნენ.