გუშინ, ჩემპიონატის პირველ დღეს, ბრინჯაოს მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.
დღეს, 90 კილომდე წონით კატეგორიაში პირველივე ბრძოლა წააგო ნიკა სიდამონიძემ. იგივე ბედი ეწია 63 კილომდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე სალომე მჭედლიშვილს.
81 კილომდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ლუკა მაისურაძემ.
მძიმე წონაში ორივე ბრინჯაოს მედალი ქართველ ძიუდოისტებს შეხვდათ. მედლებისთვის ბრძოლაში მეტოქეები მეზობელ ტატამებზე ერთდროულად გასულმა ამირან წიქორიძემ და გელა ზაალიშვილმა დაამარცხეს.
ხვალ, გუნდური შეჯიბრი გაიმართება.