მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი: ქართველების ოქროსა და ბრინჯაოს შანსი

AutoSharing Option
ჯაბა პაპინაშვილი ზაგრებში დღეს დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის 55კგ წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა.

პაპინაშვილმა პირველ შეხვედრაში ფრანგ ტეო ჰებრარდს ვაზარით მოუგო, შემდეგ კი ბრაზილიელი ბუნო ვატანაბე იპონით დაამარცხა.

ამის შემდეგ ქართველმა ძიუდოისტმა მონღოლი უნუბოლდ ლხაგვამსი ასევე იპონით დაამარცხა. ნახევარფინალში კი ყაზახ ბაიურზან ნარბაევს ვაზარით სძლია.

ფინალში პაპინაშვილი აზერბაიჯანელ ნატიგ გურბანლის შეხვდება.

მეორე ქართველი ძიუდოისტი ვანო ნინიაშვილი მესამე ადგილისთვის იჭიდავებს, მისი მეტოქე მონღოლი უნუბოლდ ლხაგვამსი იქნება.

ფინალური ბლოკი 19:00-ზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ პირველ საჭიდაო დღეს მხოლოდ ორი მონაწილე გვყავდა და
ორივე მედლისთვის იჭიდავებს.

60 კგ. წონით კატეგორიაში და ქალების წონაში დღეს მონაწილე არ გვყოლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული