პაპინაშვილმა პირველ შეხვედრაში ფრანგ ტეო ჰებრარდს ვაზარით მოუგო, შემდეგ კი ბრაზილიელი ბუნო ვატანაბე იპონით დაამარცხა.
ამის შემდეგ ქართველმა ძიუდოისტმა მონღოლი უნუბოლდ ლხაგვამსი ასევე იპონით დაამარცხა. ნახევარფინალში კი ყაზახ ბაიურზან ნარბაევს ვაზარით სძლია.
ფინალში პაპინაშვილი აზერბაიჯანელ ნატიგ გურბანლის შეხვდება.
მეორე ქართველი ძიუდოისტი ვანო ნინიაშვილი მესამე ადგილისთვის იჭიდავებს, მისი მეტოქე მონღოლი უნუბოლდ ლხაგვამსი იქნება.
ფინალური ბლოკი 19:00-ზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ პირველ საჭიდაო დღეს მხოლოდ ორი მონაწილე გვყავდა და
60 კგ. წონით კატეგორიაში და ქალების წონაში დღეს მონაწილე არ გვყოლია.