100 კილოგრამში ონისე სანებლიძე გვეყოლება.
მძიმე წონაში ევროპის წლევანდელ პრიზიორ ამირან წიქორიძის ტრავმის შემდეგ მხოლოდ ევროპის კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალოსანი გელა ზაალიშვილი დაგვრჩა.
გოგონებში მძიმე წონაში ჭაბუკებში ევროპისა და ევროპული ფესტივალის გამარჯვებული, მსოფლიოს ფინალისტი სოფიო სომხიშვილი იასპარეზებს.
22 ოქტომბერს ზაგრებში გუნდური შეჯიბრება გაიმართება, რომელიც შერეული პრინციპით ჩატარდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"