აბუ დაბის გრან პრი: ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს 26 ოქტომბერს აბუ დაბის გრან პრიზე ვაჟა მარგველაშვილმა (66) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ყაზახ იელდოს ზუმაკანოვს შეხვდა და იპონით სძლია.

შეგახსენებთ, რომ მარგველაშვილმა პირველ შეხვედრაში სერბ სტრაჰინჯა ბუნჩიჩს იპონით მოუგო, შემდეგ ყაზახი გუმარ კირგიზბაევი იპონით დაამარცხა. მარგველაშვილმა მესამე შეხვედრაში აზერბაიჯანელ ნიჟატ შიხალიზადასთან იპონით წააგო, რეპეშაჟში გადაინაცვლა და ირანელ გასემ ნოურიზადეჰს ვაზარით მოუგო, რითაც ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.

სამწუხაროდ ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ესპანელ ფრანცისკო გარიგოს იპონით დამარცხდა ამირან პაპინაშვილი (60).

პაპინაშვილმა პირველ შეხვედრაში დანიელ ბენ დავიდი იპონით დაამარცხა, შემდეგ კი ორი ვაზარით ფრანგ ვინსენტ ლიმარს სძლია. ნახევარფინალში პაპინაშვილი ბრაზილიელ ფელიპე
კიტადასთან იპონით დამარცხდა.

მესამე ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა გიუნაშვილმა (66) ზუმაკანოვთან წააგო პირველივე წრეში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბუ დაბის გრანპრის მედალი მომოვალ შედეგებსი ყველაზე დაბალი შედეგი გამხდარიყოს. მომოვალში მხოლოთ ოქროთი აგეღნიშნოს იმიტომ რომ შენ ეგ შეგიძლია 100%!!!!
balesiki
21:19 26-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული