17:24 28-10-2017
აბუ დაბის გრან პრი. შერაზადაშვილმა ესპანეთში ოქრო წაიღო, ღვინიაშვილმა საქართველოში ვერცხლი [VIDEO]
AutoSharing Option
90 კგ კატეგორიაში ფინალში ერთმანეთს ბექა ღვინიაშვილი და ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკა შერაზადაშვილი დაუპირისპირდნენ. ბექა ღვინიაშვილის აქტიურობის მიუხედავად, შერაზადაშვილმა ორჯერ შეძლო ილეთის გაკეთება და საბოლოოდ ღვინიაშვილი იპონით დაამარცხა 11:0.
ღვინიაშვილმა პირველ შეხვედრაში ბრაზილიელი ედუარდო ბეტონი დაამარცხა, შემდეგ კი მეოთხედფინალში ტაჯიკელ კომნორშოხ უსტოპირიონს სძლია. ნახევარფინალში რუს ალექსანდრ როსლიაკოვს სძლია.
ვარლამ ლიპარტელიანმა კი პირველივე შეხვედრაში იტალიელ გუილანო ლოპორჩიოსთან დაპირისპირების შემდეგ, ტურნირს საეჭვო ვითარებაში გამოეთიშა- მიზეზი აკრძალული ილეთი გამოდგა. აღსანიშნავია ისიც, რომ შეხვედრის მსაჯების მოქმედება არაკომპეტენტური იყო.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
მსოფლიო ხომ ოქროს გარეშე დავასრულეთ, ახლა უკვე რიგით ტურნირებსაც ვეღარ ვიგებთ
წარმატებები ესპანელ-ქართველს!