აბუ დაბის გრან პრი. შერაზადაშვილმა ესპანეთში ოქრო წაიღო, ღვინიაშვილმა საქართველოში ვერცხლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 28 ოქტომბერს, ქართველი ძიუდოისტები ბექა ღვინიაშვილი (90) და ვარლამ ლიპარტელიანი (100) აბუ დაბის გრან პრიზე ასპარეზობდნენ.

90 კგ კატეგორიაში ფინალში ერთმანეთს ბექა ღვინიაშვილი და ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკა შერაზადაშვილი დაუპირისპირდნენ. ბექა ღვინიაშვილის აქტიურობის მიუხედავად, შერაზადაშვილმა ორჯერ შეძლო ილეთის გაკეთება და საბოლოოდ ღვინიაშვილი იპონით დაამარცხა 11:0.

ღვინიაშვილმა პირველ შეხვედრაში ბრაზილიელი ედუარდო ბეტონი დაამარცხა, შემდეგ კი მეოთხედფინალში ტაჯიკელ კომნორშოხ უსტოპირიონს სძლია. ნახევარფინალში რუს ალექსანდრ როსლიაკოვს სძლია.

ვარლამ ლიპარტელიანმა კი პირველივე შეხვედრაში იტალიელ გუილანო ლოპორჩიოსთან დაპირისპირების შემდეგ, ტურნირს საეჭვო ვითარებაში გამოეთიშა- მიზეზი
აკრძალული ილეთი გამოდგა. აღსანიშნავია ისიც, რომ შეხვედრის მსაჯების მოქმედება არაკომპეტენტური იყო.
მკითხველის კომენტარები / 11 /
Moparuli jeshtivit atria mteli is periodi da eg iseti temaa seltikma rom barsas mougo 2dartyma ori goli :D 10 dan 9s mougebs beqa. Mokle xelebi aqvs tu rac aqvs xelshecyoba gverdit dgoma chirdeba am patara bichs
Roma
10 ნოემბერი 2017 13:07
0
აშკარაა ღვინიაშვილს მოკლე ხელები აქვს.ეს კი ძალიან დიდი ნაკლია.ეს მოწინააღმდეგეებმაც ხომ კარგათ იციან. მას შორიდან ეჭიდავებიან.მსოფლიოზეც ის რომ მოხსნეს მოწინააღმდეგემ ორჯერ ერთი და იგივე ილეთი გაუკეთა.მეორედ ხელები ვერ მიახმარა ამიტომ სახით დავარდა.კომენტატორები კი აღმერთებენ რომ იგი შეუდარებელიაო მაგრამ ასეთი დიდი ნაკლით არა მგონია დიდ წარმატებებს მიაღწიოს. ნეტავ ვცდებოდე.
ჩემი აზრით.........
29 ოქტომბერი 2017 22:05
3
Vaxtagis! ybedurebaa aseti dzlieri qartvelebi sportshi, mecnierebashi tu sxva cxovrebis speroebshi ucxo qveyninebis saxelit rom gamodian. amgvari vitareba nebismier qveyanashi xelisuplebis uvargisobaze miutitebs da xalxis pexebze dakidvaze saxelmwipos mier
I Am Georgian ,Great London
29 ოქტომბერი 2017 10:06
1
გაანებეთ ტურნირებს თავი მსოფლიოს და ოლიმპიადას დაუმიზნეთ
ფოთი
29 ოქტომბერი 2017 09:24
2
მწვრთნელი.... ღვინიაშვილი არანაირი ტაქტიკით არ ჭიდაობს, ორივეჯერ თავი ილეთზე წამოეგო. მე არაპროფესიონალი ვხედავ და რა ხდენა. მოიყვანეთ კორეელი მწვრთნელი.
geo
29 ოქტომბერი 2017 07:37
0
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რომ ბექა ფიზიკურად ვერ არის საუკეთესო ფორმაში და ამიტომ ჩქარობდა. ტაქტიკურად რომ ეჭიდავა უეჭველი მოუგებდა მაგრამ ამას უფრო მეტი ჯანი მიაქვს. მაინც ვულოცავ ბექას, მჯერა რომ შემდეგ ტურნირებზე ოქროს აიღებს!!!ყველა მონაცემი აქვს ამ ბიჭს რომ დიდი ჩემპიონი გახდეს!
პაატა
28 ოქტომბერი 2017 22:05
0
...და გახდება კიდეც!
emigranti
29 ოქტომბერი 2017 02:36
0
ფაქტია, რომ რიოს მერე გუნდი აშკარად დეგრადირებს. განსაკუთრებით, ეს ეხება ლიდერებს - ბექას, ლიპოს,.. ჭრიკიშვილზე აღარც ვლაპარაკობ, პრაქტიკულად ჩააგდო მთელი ოლიმპიადის შემდგომი პერიოდი.
მსოფლიო ხომ ოქროს გარეშე დავასრულეთ, ახლა უკვე რიგით ტურნირებსაც ვეღარ ვიგებთ
სტეფანე
28 ოქტომბერი 2017 20:48
3
რუსეთის სახელით არ იჭიდაონ რაც მთავარია და ვისი სახელითაც უნდათ იმის სახელით გამოვიდნენ ,უფრო მეტი ევროპელი გაგვიცნობს, დაგვაფასებს და გვაღიარებს
ვახტანგი
28 ოქტომბერი 2017 20:13
9
ეეეჰ,ოქრო ძიუდოში უკვე სანატრელი გვიხდება უკლებლივ ყველა ძიუდოს ტურნირზე...რაღაცა უნდა შეიცვალოს!
წარმატებები ესპანელ-ქართველს!
glaxuna
28 ოქტომბერი 2017 18:09
3
ლიპოს 1 რო დაეწერა მსაჯის ხელის აწევას აღარ დაველოდე და მერე 3 საათი რო აღარ გამოვიდა და თურმე აგერ მოუხსნიათ
ნოდო
28 ოქტომბერი 2017 17:53
0

სიახლეები პოპულარული