ორი ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში - ქართველები ოქროს უტევენ

AutoSharing Option
ორი ქართველი ძიუდოისტი, გურამ თუშიშვილი და ბექა ღვინიაშვილი პარიზის გრანდ სლემის 1/2-ფინალში გავიდნენ. თუშიშვილმა, ჯერ ვლაძისლავ ციარპიცკის აჯობა, რომელიც ბელარუსიის სახელით გამოდიოდა, შემდეგ კი ალჟირელ ამინ ტაიბედ მოჰამედს მოუგო. ნახევარფინალში კი მისი მეტოქე იაპონელი კოკორო კაგუერა იქნება.

რაც შეეხება ღვინიაშვილს, ბექამ ჯერ აზერბაიჯანელი აბდულა რასეულუ გამოთიშა ასპარეზობას, შემდეგ სამხრეთ კორეის წარმომადგენელს იეიონგ ლის აჯობა, 1/4-ფინალში კი იპონით გერმანელი ედუარ ტრიპელი დაამარცხა. 1/2-ფინალში მისი მეტოქე, იაპონიის წარმომადგენელი კენტა ნაგასავა იქნება.

აქვე გეტყვით, ომ ორი ქართველი იჭიდავებს რეპეშაჟში. ვარლამ ლიპარტელიანის  მეტოქე შვედი
მარტინ პაცეკია. ნუგზარ ტატალაშვილი  კი ივაილო ივანოვს. დაუპირისპირდება.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ღვინიაშვილი არ იყო პირველსავე წუთზე რო გააგორეს?
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული