დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართველებისთვის მეორე დღე წარუმატებელი გამოდგა

AutoSharing Option
24 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები დიუსელდორფის გრანდ სლემზე მედლების გარეშე დარჩნენ. ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს ორი ქართველი ძიუდოისტი ასპარეობდა. ორივე სპორტსმენი 81 კგ. წონით კატეგორიაში გამოდიოდა.

კობა მჭედლიშვილმა ჯერ ყირგიზელ ერლან შეროვს მოუგო, ხოლო შემდეგ რუმინელ ვლად ვისანს აჯობა. აი მესამე შეხვედრაში კი ირანელ საიდ მოალესთან დამარცხდა.

თამაზ კირაკოზაშვილმა კი პირველ შეხვედრაში ყაზახ აზიზ კალკამანულის აჯობა, თუმცა შემდეგ ბულგარელ ივაილო ივანოვთან დამარცხდა.

შესაბამისად ჯერჯერობით საქართველოს ნაკრების ანგარიშზე დიუსელდორფის გრანდ სლემზე მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც ლუხუმ ჩხვიმიანმა (60) მოიპოვა.

25 თებერვალს
ტურნირის ბოლო მესამე დღეს ვარლამ ლიპარტელიანი (100), ლაშა ტაველური (100), ლევან მატიაშვილი (+100), ადამ ოქრუაშვილი (+100) იასპარეზებენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მესამე დღეც წარუმატებელი გამოდგა.მართალია ვარლამი ფინალშია,მაგრამ დანარჩენებმა ვერაფერი ვერ გააკეთეს.წაგებაცაა და წაგებაც.ჟინი არ ჩანდა.მატიაშვილს თითქოს არა უშავდა,მაგრამ ისიც და ადამიც ძალიაბ წონა მომატებულნი ჩანან.
სოსო
17:37 25-02-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული