საფრთხის ქვეშაა თბილისში ღვინიაშვილის გამოსვლაც. ექიმებს ჯერ საბოლოო პასუხი არ უთქვამთ, მაგრამ მას თებერვალში პარიზში ნატკენი ფეხი ისევ აწუხებს, ბოლომდე ვერ იტვირთება და ძალას სრულად კიდევ ვერ ატანს.
დიდი ალბათობით, თბილისში არ იქნება ლიპარტელიანი. შეგახსენებთ, რომ მან პრაღაში ჩატარებულ ერთობლივ კემპზე ბოლო დღეს მუხლი იტკინა და ჯერაც მკურნალობის ქვეშაა. დავიტოვოთ იმედი, რომ იგი ევროპის ჩემპიონატისთვის მაინც მოასწრებს გამოჯანმრთელებას.
იხილეთ სტატია Lelo.ge-ზე