ლიპარტელიანი და ღვინიაშვილი, დიდი ალბათობით, თბილისის გრან პრის გამოტოვებენ

AutoSharing Option
გაზეთ "ლელოს" ინფორმაციით, თბილისის გრან პრიზე შესაძლოა ვალერი ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი ვერ გამოვიდნენ.

საფრთხის ქვეშაა თბილისში ღვინიაშვილის გამოსვლაც. ექიმებს ჯერ საბოლოო პასუხი არ უთქვამთ, მაგრამ მას თებერვალში პარიზში ნატკენი ფეხი ისევ აწუხებს, ბოლომდე ვერ იტვირთება და ძალას სრულად კიდევ ვერ ატანს.

დიდი ალბათობით, თბილისში არ იქნება ლიპარტელიანი. შეგახსენებთ, რომ მან პრაღაში ჩატარებულ ერთობლივ კემპზე ბოლო დღეს მუხლი იტკინა და ჯერაც მკურნალობის ქვეშაა. დავიტოვოთ იმედი, რომ იგი ევროპის ჩემპიონატისთვის მაინც მოასწრებს გამოჯანმრთელებას.

იხილეთ სტატია Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული