თბილისის გრან პრი. I დღე: ქართველებმა 60 კილოგრამში ყველა სინჯის მედალი მოიპოვეს!

AutoSharing Option
30 მარტს თბილისის გრან პრიზე 60 კილოგრამში ქართველმა ძიუდოისტებმა 4 მედალი მოიპოვეს.

60 კგ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი (60) ლუხუმ ჩხვიმიანს შეხვდა და დამატებით დროში დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ჩხვიმიანი და პაპინაშვილი ერთმანეთს უკვე მესამედ შეხვდნენ და ჩხვიმიანმა მესამედ შეძლო თანაგუნდელის დამარცხება.

შესაბამისად, ჩხვიმიანს ოქრო შეხვდა, ხოლო პაპინაშვილს - ვერცხლი.

ბრინჯაოს მფლობელები ლაშა ჩადუნელი (60) და თემურ ნოზაძე გახდნენ.

ჩადუნელმა აზერბაიჯანელი ორუჯ ვალიზადა ბრწყინვალე გდებით დაამარცხა. თემურ ნოზაძემ რუსეთის სახელით მოასპარეზე ალბერტ მორგუში დამატებით დროში დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ წინ კიდევ 66
კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალური ბლოკი გველის, სადაც ვაჟა მარგველაშვილი ფინალში ბრაზილიელ დენიელ კერგნინს შეხვდება, ხოლო ლაშა გიუნაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უზბეკ შახრამ ახადოვს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველა სინჯის მედალი არა, ყველა მედალი ;)
უფრო სწორად
20:03 30-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული