ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრან პრის გამარჯვებული გახდა!

AutoSharing Option
31 მარტს თბილისის გრან პრიზე 73 კგ. წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა.

ლაშა შავდათუაშვილი ფრიდონ გიგანს დაუპირისპირდა და სამი გაფრთხილება მიაღბეინა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

აქამდე ლაშა შავდათუაშვილმა ნახევარფინალში ჰოლანდიელი ვან ვესტედე იპონით დაამარცხა. ფრიდონ გიგანმა კი, რომელიც ირანელ ჩემპიონ მოჰამადს დაუპირისპირდა, მეტოქე ეფექტურად დაატრიალა და ბოლო წამზე იპონით დაამარცხა.

ეს რიგით მეორე ქართული ფინალია თბილისის გრან პრიზე. პირველ დღეს 60 კილოგრამში ამირან პაპინაშვილი ლუხუმ ჩხვიმიანს დაუპირისპირდა.

ოქროს მედლისთვის კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი თამაზ კირაკოზაშვილი (81) იჭიდავებს, რომელიც ფინალში პორტუგალიის
სახელით მოასპარეზე ქართველს ანრი ეგუტიძეს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული