მარიან ჭანტურიამ თბილისის გრან პრიზე საქართველოს ქალებს შორის პირველი მედალი მოაგებინა!

AutoSharing Option
31 მარტს ქართველმა ძიუდოისტმა ქალმა 17 წლის მარიამ ჭანტურიამ (70) თბილისის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჭანტურია გერმანელ შაუნდრა დიედრიჩს შეხვდა და დამატებით დროში დაამარცხა. ძირითად დროში ჭანტურიამ ერთი გაფრთხილება, ხოლო დამატებით დროში ორი გაფრთხილება მიაღებინა მეტოქეს.

მარიამ ჭანტურია პირველია ქალებს შორის, რომელმაც თბილისის გრან პრიზე საქართველოს მედალი მოუტანა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვულოცავ მარიამს ამ გამარჯვებას,ადმინისტრაციას კი ცოტას გავკილავ.კაცო სხვა დროს 30-35 წლის ქალები რომ გამოდიან რაიმე შეჯიბრზე,სწერთ გოგონებმაო და ახლა მართლა გოგონაზე,რომელიც ჯერ მხოლოდ 17 წლისაა,სწერთ,ქალიო?
სოსო
09:53 01-04-2018
0
პირველია ქალებს შორის ამ ტურნირზე, თუ, მთლიანად ტურნირის ისტორიაში, დააკონკრეტეთ!
ქუთაისელი
20:13 31-03-2018
1

სიახლეები პოპულარული