ანტალიის გრან პრი: ტატო გრიგალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
7 აპრილს, ანტალიის გრან პრის მეორე საშეჯიბრო დღეს 18 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (- 81 კგ) თურქ მაგომად ჩეჩენოღლუს, ირანელ საიდ მოლაიესის და მოლდოველ დორინ გოტონოაგას მოუგო, ნახევარფინალში თურქ ვედატ ალბაირაკთან დამარცხდა, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი უნგრელი ლასლო ჩოკნიაი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ამავე წონაში ჩვენმა მეორე ძიუდოისტმა გიგა გიგაურმა ჯერ პარაჰატ ბაშიმოვთან მოიგო, შემდეგ კი უნგრელ ლასლო ჩოკნიაისთან წააგო.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ომარ ნიაზაშვილმა ყატარელ მოჰამედ რებაჰის და ლინ ჩია-ჰუანს სძლია, ხოლო შემდეგ დავიდ ლიმასთან
დამარცხდა.

შეჯიბრების პირველ დღეს ბაგრატ ნინიაშვილმა (66) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილმა (60) ვერცხლი.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ადმინ,დღეს უკვე 26 აპრილია,დღეს ევროპის ჩემპიონატი იწყება,თქვენ კი კრინტს არ სძრავთ.ამ სულელურ საგზაო ნიშნებსა და ტიტლიკანა გოგოების სურათების დევნას,არ სჯობია დროულ და ღირებულ ინფორმაციებზე გადაერთოთ?სხვათა შორის, გზების მონიშვნაც საგზაო ნიშნებში შედის.
სოსო
26 აპრილი 2018 08:36
0
ძიუდოში ბრინჯაო და ვერცხლი (შეიძლება სხვა ქვეყნებისთვის, მაგრამ) ჩვენთვის წარმატებას არა ნიშნავს.
არჩილა
09 აპრილი 2018 01:26
0
როცა 18 წლის სპორტსმენი უფროსების ტურნირს ჭიდაობს და თან, წონა ახალი შეცვლილი აქვს, წარმატებაა, აბა რა არის.
არჩილას
14 აგვისტო 2018 20:20
0
ეეჰ,დღეს ანტალიაში,ყველამ უკვე მეორე წრისთვის მოიმთავრა საქმე.
სოსო
08 აპრილი 2018 13:42
0
ვფიქრობ ამ ახალგაზრდა ბიჭებისათვის მშვენიერი შედეგი და დიდებული გამოცდილებაა.აღდგომას გილოცავთ ყველას.
სოსო
08 აპრილი 2018 10:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული