ქალაქ თელ-ავივში დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველებიდან პირველი ტატამზე სწორედ ვაჟა მარგველაშვილი (66) გავიდა, რომელიც გერმანელ მიხაელ ადამს შეხვდა.
სამწუხაროდ, შეხვედრა გერმანელის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ქართველი ვაზარით დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქართველებიდან ლუხუმ ჩხვიმიანი (60) და ამირან პაპინაშვილი (60) იასპარეზებენ.