ევროპის ჩემპიონატი: ამირან პაპინაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი (60) ისრაელის ქალაქ თელ-ავივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში დამარცხდა.

პაპინაშვილი ფინალური საგზურის მოსაპოვებლად რუსეთის სახელით მოასპარეზე ისლამ იაშუევს შეხვდა, რომელთანაც, უპირატესობის მიუხედავად, ვერაფერი გააწყო და ვაზარით დამარცხდა.

ქართველი რეპეშაჟში გადაერთვება და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს, მისი მეტოქე რუსი ბესიან მუდრანოვი იქნება.

პაპინაშვილმა სტარტზე ბულგარელ ვალენტინ ალიპიევს 27 წამში იპონით მოუგო, შემდეგ კი უნგრელი ცაბა ძაბო ვაზარით დაამარცხა.

სამწუხაროდ, ლუხუმ ჩხვიმიანმა (60) პირველივე შეხვედრაში რუსეთის სახელით მოასპარეზე ბესლან მუდრანოვთან ვაზარით წააგო.

ასევე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ვაჟა მარგველაშვილი (66), რომელმაც გერმანელ მიხაელ
ადამთან ვაზარით დათმო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული